"ჩვენ ვიყავით საუკეთესო გუნდი" — თეა წულუკიანი ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენის შემდეგ
ოცნების პარლამენტში ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის 460-გვერდიანი დასკვნა წარადგინე, რის შემდეგაც მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს გაწეული მუშაობისთვის. წულუკიანის თქმით, ეს დოკუმენტი "მალე გადაეცემა საქართველოს პარლამენტის არქივს და ამ ყველაფერს ჩვენი ისტორიკოსები და არა მხოლოდ ისტორიკოსები — ახალი თაობაც გამოიყენებს".
"თუ თქვენ ნებას დამრთავთ, მადლობას გადავუხდი ყველა იმ პირს, ვინც კომისიის გამართული მუშაობა შესაძლებელი გახადა და მოცემული დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო. პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო კომისიის წევრებს, ჩემს მოადგილე ბატონ სოზარ სუბარს, ბატონ ალეკო ტაბატაძეს, ბატონ თენგიზ შარმანაშვილს, ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს, რომელიც ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა, ბატონ ალუდა ღუდუშაურს, ბატონ გურამ მაჭარაშვილს და ბატონ ილია ინჯიას და რასაკვირველია ამჟამინდელ იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატა სალიას, რომელმაც რამდენიმე სხდომის შემდეგ დაგვტოვა.
მე მადლიერი ვარ იმ ჰარმონიული გარემოსთვის, რომელიც თქვენ შექმენით კომისიის ფარგლებში. იმ მხარდაჭერისთვისა და რჩევებისთვის, რომელსაც გვაძლევდით და იმ გამძლეობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ. მე ფიქრობ და თამამად შემიძლია ვთქვა, ყოველგვარი სხვა უკანა აზრების გარეშე, ანუ გულწრფელად, რომ ჩვენ ვიყავით საუკეთესო გუნდი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს და აპარატის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩვენ ქმედით დახმარებას აღმოგვიჩენდა საჭიროების გაჩენისთანავე. კომისიას ჰყავდა ადმინისტრაციული პერსონალი, რომელსაც ასევე მადლობა მინდა ვუთხრა. ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის საქმეს ასრულებდნენ და თუნდაც პატარა კენჭი ვინც დადო ამ დიდ საქმეში — მათ მადლობას ვუხდი ჩემი და კომისიის სახელით.
თუ არავის ეწყინება განსაკუთრებული მადლობა მინდა, გვარების გარეშე, გადავუხადო იმ, სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, ვინც კომისიის სხდომების დასრულების შემდეგ ჩემთან ერთად დღე და ღამე მუშაობდა იმისთვის, რომ კომისიის დასკვნა ყოფილიყო დაფუძნებული ფაქტებზე. ეს იყო ის პირობა, რომელიც ჩვენ კომისიის საქმიანობის დაწყებისას დავდეთ. მადლობა ეკუთვნით, ასევე, იმ უწყებებს, რომლებმაც ჩვენთან ითანამშრომლეს — საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობას და მთავრობის ადმინისტრაციას, სხვადასხვა სამინისტროებს და სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს. ასევე, ტელევიზიებს, რომლებმაც ფასდაუდებელი არქივი მოაწოდეს კომისიას და თანამშრომლობდნენ იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობა საზოგადოებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
ბოლოს დავძენ, რომ ეს დასკვნა, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი 460 გვერდს მოიცავს დანართების გარეშე. დანართები არის ასეულობით გვერდი და ძალიან დიდი მოცულობის ელექტრონული არქივიც შეიქმნა, ვინაიდან თითოეული ის ვიდეო თუ აუდიომასალა, რომელიც დასკვნის ძალიან ბევრ სქოლიოში აქვს მოხსენიებული, რა თქმა უნდა, ბმულის იმედად ჩვენ ვერ ვიქნებით — ყველა მასალა არის გადმოწერილი, დაარქივებული და ეს ყველაფერი, მე ვვარაუდობ, რომ ძალიან მალე გადაეცემა საქართველოს პარლამენტის არქივს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ისტორიკოსები და არა მხოლოდ ისტორიკოსები — ახალი თაობაც გამოიყენებს.
ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას ნდობისთვის.", — განაცხადა "ოცნების" პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა "ოცნების" პარლამენტში კომისიის 460-გვერდიანი დასკვნის წარდგენის შემდეგ.
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები