წულუკიანის თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, ენმ-სთან ერთად, ხელს გახარიას პარტია და "ძლიერი საქართველო" უშლიან
საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ახორციელებენ დასკვნაში სახელობითად მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე, ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან ამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა კოალიცია — ცვლილებისთვის და ნაციონალურ მოძრაობასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი ძლიერი საქართველო და გახარია — საქართველოსთვის. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ საგამოძიებო კომისიის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მისი თქმით, "2012 წლიდან დღემდე მიხეილ სააკაშვილის, ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების დესტრუქციული საქმიანობის ფონზე, საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა".
"2012-2025 წწ-ში საქართველოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ. ამის გამო, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს არ მისცემია არცერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი. დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებლად აქცია.
ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან სახელმწიფოს მოუწია ძალიან მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება. მის ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც მოცულობით დასკვნაში არის წარმოდგენილი, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ახორციელებენ დასკვნაში სახელობითად მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე, ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან ამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა კოალიცია — ცვლილებისთვის და ნაციონალურ მოძრაობასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი ძლიერი საქართველო და გახარია — საქართველოსთვის," — თქვა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ოცნების პარლამენტში ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის 460-გვერდიანი დასკვნა წარადგინა, რის შემდეგაც მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს გაწეული მუშაობისთვის. წულუკიანის თქმით, ეს დოკუმენტი "მალე გადაეცემა საქართველოს პარლამენტის არქივს და ამ ყველაფერს ჩვენი ისტორიკოსები და არა მხოლოდ ისტორიკოსები — ახალი თაობაც გამოიყენებს".
- თეა წულუკიანი: ჩემი სურვილი იქნებოდა, განათლების სამინისტრომ ეს დასკვნა განიხილოს და საქართველოს ისტორიის სასწავლო წიგნებში ალბათ უნდა გადაისინჯოს 2004-2012 წლის პერიოდი როგორ არის მიტანილი ახალგაზრდებამდე
- ეს არის პრევენციული დოკუმენტი ზოგადპოლიტიკური დედამიწისთვის მომავალი გამოწვევების თავის არიდების მიზნით — ლადო კახაძე წულუკიანის კომისიის დასკვნაზე
- "ჩვენ ვიყავით საუკეთესო გუნდი" — თეა წულუკიანი ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენის შემდეგ
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები