"მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მივიღე ცოდნა, რომელიც საქმეში გამოვიყენე“ — Memory Basket-ის დამფუძნებელი
ფოტო: საქართველოს ბანკი
მარიამ ჩინჩალაძემ, გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. უკან დიდი გეგმით დაბრუნდა: ქუთაისში სახლისთვის, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა, ახალი სიცოცხლე უნდა დაებრუნებინა და საოჯახო სასტუმრო გაეხსნა.
“ძალიან რთული გზა გამოვიარეთ: ყველაფრის რემონტი, თითოეული ნივთის შეძენა და განახლება ადვილი არ იყო, თუმცა უცვლელი დავტოვეთ ძველი სახლის სული და ისტორია, რათა სტუმრებს ყოველთვის გაუჩნდეთ ინტერესი — რა ისტორია ინახება ამ კედლებს მიღმა. ასე დაიბადა Memory Basket — ადგილი, სადაც მოგონებები ინახება”, — იხსენებს მარიამ ჩინჩალაძე.
მარიამის გამოცდილება მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში
მარიამმა ახლახან საქართველოს ბანკის “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში” მონაწილეობა მიიღო და საკუთარი სასტუმროს უფრო ეფექტიანად სამართავად ახალი უნარები შეიძინა. პროგრამა აგვისტოში, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით განხორციელდა.
“როგორც კი პროგრამის შესახებ შევიტყვე, გავაცნობიერე, რომ ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა. ჩემი მთავარი მოტივაცია სწავლის გაგრძელება და ბიზნესის სწორად განვითარებისთვის გზების პოვნა იყო. ვიცოდი, რომ ცოდნა მჭირდებოდა, განსაკუთრებით – ციფრული სამყაროს ათვისებაში”, — ამბობს მარიამი.
Memory Basket-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ პროგრამიდან ბევრად მეტი მიიღო, ვიდრე ელოდა.
“საოცარი ადამიანები გავიცანი, უამრავი გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს და მივიღე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც პირდაპირ ჩემს საქმეში გამოვიყენე. პროგრამამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში AI-ს სწორი გამოყენება. თუ აქამდე სოციალურ ქსელებში ბიზნესის აქტივობებზე მხოლოდ ზედაპირული ცოდნა მქონდა, ახლა ზუსტად ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ გამოვაჩინო ჩემი ბრენდი ონლაინ სივრცეში, ახლა მაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ მივაღწიო სამიზნე აუდიტორიამდე, ამაში კი ხელოვნური ინტელექტი დამეხმარება”, — აღნიშნავს იგი."
როგორია ადგილი, სადაც “მოგონებები ინახება”
უკვე მეორე წელია, მარიამის ყოველი დილა სტუმრებისთვის განსაკუთრებული განწყობის შექმნით იწყება. “ჩემი ყველაზე საყვარელი რიტუალია სტუმრებისთვის სახლში მომზადებული მურაბების, ჩვენი ოჯახის თაფლისა და კომპოტის მირთმევაა“.
ეს ატმოსფერო სტუმრებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ბევრჯერ უთქვამთ მისთვის, რომ სახლის ფასადი სასტუმროს არ ჰგავს, შიგნით შემოსვლისას კი სითბო, ღიმილი და სიმყუდროვე პირველივე წამიდან იგრძნობა.
Memory Basket-ს უკვე ჰყავს ლოიალური სტუმრები, საუკეთესო შეფასებები ყველა ონლაინ პლატფორმაზე და ჯილდოებიც კი, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ. სწორედ ამიტომ, მარიამის მიზანი სასტუმროს გაფართოებაა.
“მოკლევადიან პერსპექტივაში ჩემი მიზანია, რომ Memory Basket როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე უფრო ცნობადი გახდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მინდა, სასტუმრო გაფართოვდეს და ტურისტებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცეს.
რაც შეეხება მეწარმე ქალთა პროგამას, აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ კონტენტის შექმნისა და მარკეტინგის განვითარებისთვის. ვიცი, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენს ბრენდს წარმატების ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მჯერა, რომ ჩემი ძალისხმევა გაამართლებს. პროგრამამ კი მაჩვენა, რომ მარტო არ ვარ, ერთად ბევრი რამ შეიძლება უკეთესობისკენ შევცვალოთ”, — დასძენს მარიამ ჩინჩალაძე.
ინფორმაციისთვის, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს პროგრამა ბიზნესის შექმნით ან განვითარებით დაინტერესებული ქალებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იგი ოთხ მთავარ ღირებულებაზე - ცოდნაზე, მხარდაჭერაზე, გამოცდილებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.
ამჟამად პროგრამის მე-12 ნაკადზე მიღება გამოცხადდა. პროგრამა ბათუმში 16, 17 და 18 სექტემბერს გაიმართება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები