"ვამაყობ, რომ ნეპოტიზმის შვილი ვარ", — Vogue-ის ახალი რედაქტორი
ფოტო: People
ამერიკული Vogue-ს ახალი მთავარი რედაქტორი — ქლოე მალი — არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას კავშირები ნეპოტიზმის მეშვეობით აქვს.
Vogue-ის სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანა ვინტურმა მთავარ რედაქტორად ქლოე მალი დანიშნა, მას შემდეგ, რაც თავად ვინტურმა მთავარი რედაქტორის პოზიცია, ივნისში დატოვა.
მალი Vogue-ს 2011 წელს შეუერთდა და სოციალური მედიის რედაქტორის თანამდებობა ეკავა, 2023 წლიდან ის Vogue.com-ის რედაქტორად დაინიშნა.
ფოტო: Getty Images
ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით ამერიკული Vogue-ს ახალმა რედაქტორმა ჟურნალ The New York Times-თან ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ "ამაყი ნეპო ბავშვია". ქლოეს თქმით, Vogue-ში მისი წარმატებული კარიერა, ოსკარის ნომინანტი მშობლების დამსახურებაა.
"ორი აზრი არ არის, რომ იმ პრივილეგიით ვისარგებლე, რომელშიც გავიზარდე", — თქვა მან — "სხვა რამის მტკიცება ილუზია იქნებოდა, თუმცა, ვიტყვი, რომ "ნეპო ბავშვად" ყოფნა მაძლევდა მოტივაციას, რომ უფრო მეტად მემუშავა... ჩემი ცხოვრების მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ უფრო მეტი ვარ, ვიდრე კენდის ბერგენის შვილი ან ბევერლი ჰილზში გაზრდილი ადამიანი".
ქლოე მალის დედა, კენდის ბერგენი, ოსკარის ნომინანტი მსახიობია, რომელიც ცნობილია ისეთ პროექტებში მონაწილეობით, როგორებიცაა — მერფი ბრაუნი, Miss Congeniality, პატარძლების ომები და Boston Legal. მან ოსკარის ნომინაცია 1980 წელს, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის ნომინაციაში მიოიპოვა ფილმისთვის თავიდან დაწყება.
ქლოე მალი მშობლებთან ერთად
ფოტო: Paris Match/Getty
ხოლო ქლოეს მამა, ლუი მალი, რეჟისორი და სცენარისტია, მას ოსკარის სამი ნომინაცია აქვს. ის 1982 წელს წარდგენილი იყო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ფილმისთვის Atlantic City.
მალემ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ Vogue-ის ახალი რედაქტორის ამპლუაში აპირებს "სხვადასხვა საკითხზე ორიგინალური, მახვილგონივრული, უხეშად ირონიული და ხალისიანი ხედვების შეთავაზებით" შექმნას "უფრო პირდაპირი, მცირე და ჯანსაღი აუდიტორია".
აღსანიშნავია, რომ ვინტური გამოცემას მთლიანად არ ტოვებს, ის Vogue-ის გლობალური სარედაქციო დირექტორის პოზიციას შეინარჩუნებს და Condé Nast-ის კონტენტ-ოფიცრის თანამდებობას გააგრძელებს.
სიმართლე ისაა, რომ ანას ვერავინ შეცვლის... ბედნიერი ვარ, რომ ის Vogue-სა და Condé Nast-ში რჩება
— თქვა ამერიკული Vogue-ს ახალმა რედაქტორმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები