მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში სუს-ის სასწავლებელი გაიხსნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად დანიშნული ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებელი გაიხსნება.
როგორც მდინარაძე ამბობს, "ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები"
"ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ეს ბუნებრივია. ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მგონია, ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ქვეყანამ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდისგან, ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას ამ მიზანთან შესატყვისი და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს...
მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება, თუ მას და ქვეყანას არ ექნება ამ უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებელი. მე არ ვსაუბრობ იმ ფორმით, რაც ვთქვათ, უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე, მოდიფიცირებული ვერსია, რომ სპეციალური ცოდნა მიიღონ უსაფრთხოების სამსახურის მომავალმა თანამშრომლებმა, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე ვიზრუნებ. ამ ხალხს სჭირდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ თავიანთი საამაყო პროფესიული მოვალეობა პირნათლად შეასრულონ და ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არსებობდეს. ასევე, კონკრეტული პროფესიული მიმართულებით გაძლიერება, შესაბამისი ტრენინგები, თითოეული მიმართულებით დახვეწა," — განაცხადა მდინარაძემ. [IPN]
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობაიძემ 23 აგვისტოს წარადგინა. მანამდე სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანრი ოხანაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებდა და ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ოცნების პრემიერმინისტრის მრჩეველი გახდებოდა. მამუკამ მდინარაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები