ნახეთ ლედი გაგას ახალ სიმღერაზე ტიმ ბარტონის მიერ გადაღებული ვიდეოკლიპი
ფოტო: YouTube
ლედი გაგას გულშემატკივრებმა "ძველი გაგას" დაბრუნება ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე იწინასწარმეტყველეს, როცა მუსიკოსმა ახალი სინგლი გამოუშვა; მერე კი, ამ გაზაფხულზე, ეს ყველაფერი ახალი ალბომით Mayhem დაგვირგვინდა. თუმცა, გაგა ჩვენს გაოცებას არ წყვეტს და თავის პირვანდელ იმიჯს კიდევ ერთხელ ირგებს — მუსიკოსმა სულ ახლახან მორიგი სინგლი The Dead Dance გამოუშვა და ეს ამბავი Wednesday-ში თავის გამოჩენას დაამთხვია. სიმღერა სწორედ ნეტფლიქსის ამ გახმაურებული სერიალის საუნდტრეკია. ამასთან, ეს სინგლი, კიდევ ორ ახალ სიმღერასთან ერთად — Can't Stop the High და Kill for Love — ალბომ Mayhem-ის ვრცელ ვერსიას დაემატა.
სიმღერის თემატიკიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ვიდეოკლიპი გოტიკურ სურათებს აცოცხლებს: მასში ვხედავთ, როგორ აღვიძებს და აცეკვებს თოჯინებს მუსიკოსი. არც ის არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ ვიდეოკლიპის რეჟისორი ჰორორის ჟანრის ცოცხალი ლეგენდა ტიმ ბარტონია, რომელიც ასევე გახლავთ Wednesday-ის აღმასრულებელი პროდიუსერი. კლიპი კი გადაღებულია საშიში მითებით ცნობილ "თოჯინების კუნძულზე", რომელიც მექსიკაში მდებარეობს.
ლედი გაგას Wednesday-ში აღმოჩენა კი ინტერნეტის დამსახურებაა: ჯერ კიდევ 2022 წელს, როცა სერიალის პირველი სეზონი გამოვიდა, ტიკტოკზე გავრცელდა მთავარი პერსონაჟის ცეკვის ვიდეო, რომელსაც ფონად გაგას ძველი სიმღერა Bloody Mary ედო. ვიდეომ მორიგ, უსაზღვროდ პოპულარულ ტრენდს დაუდო სათავე და მილიონობით ინტერნეტმომხმარებელმა ცეკვა სწორედ გაგას სიმღერის ფონზე გააცოცხლა. ვირუსული "ჩელენჯი" იმდენად მოედო ტიკტოკს, რომ თავად პოპვარსკვლავიც ჩაერთო მასში.
გაგას თქმით, მეორე სეზონის დაწყებამდე მას დაუკავშირდნენ პროექტის პროდიუსერები, რომლებიც ახალ მუსიკას ეძებდნენ. ამდენად, The Dead Dance საგანგებოდ Wednesday-ისთვის დაიწერა და მუსიკოსს სერიალში როლიც არგუნა.
"Wednesday-ის მეორე სეზონზე მუშაობისას, ჩემი მცირე როლის შესრულების პროცესში, დრო არაჩვეულებრივად გავატარე. ტიმ ბარტონთან, ჯენასთან [ჯენა ორტეგა, სერიალის მთავარი როლის შემსრულებელი] და სხვა ყველასთან მუშაობა ძალიან მომეწონა", — ამბობს გაგა.
მუსიკოსს ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდი აქვს — ივლისის თვეში მან ახალი, თავის კარიერაში რიგით მერვე საკონცერტო ტურნე The Mayhem Ball წამოიწყო. რამდენიმე დღეში გაგას ასევე ვიხილავთ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზეც.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები