სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

4 Sep. 2025, 10:38

"მინდა, მთელ საზოგადოებას, რომელიც ეს დღეები ასეთ ემოციებშია, მივულოცო ეს ერთი აგური სამართლისკენ გადადგმული. რაც ახლა მოვისმინეთ — ნიკა კაციას გამართლება მისი არაჩვეულებრივი სიტყვის შემდეგ, არის ყველასთვის დიდი სიხარული, რაც სჭირდება საზოგადოებას.

თუმცა, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, შეიძლება ეს იყოს რეჟიმის ქმედებების ერთ-ერთი ახსნა, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ სადაც ერთი აგური სამართლის დაიდო, დაიდო 11 აგური უსამართლობისაც. არც ნიკა კაციას სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება და ეს აღიარა მოსამართლემ, მაგრამ არც იმ 11-ის და წინა დღის სასამართლოებზე არ იყო არანაირი მტკიცებულება. ყველა ეს ადამიანი არის უდანაშაულო.

ჩანს, რომ ეს სასამართლო არის მართული და ერთი აგური ან ორი აგური არ ნიშნავს იმას, რომ სხვები არიან დამნაშავეები. ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ არავინ არის დამნაშავე, არცერთი მტკიცებულება არ დევს არცერთ სხვა იმ საქმეში...

...ასე რომ ეს რჩება საბრძოლველი, სასამართლო უნდა გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი. დღეს დღის პირველ ნახევარში რაც ვნახეთ, მოსამართლე და მისი შუშის თვალები, გვიჩვენებს, რომ ეს არის მართული სასამართლო.

განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას გათავისუფლების შემდეგ.

ცნობისთვის, სინდისის 11 პატიმარს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2-2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…