რესპუბლიკელები: კონსტიტუციით ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია
ფოტო: რესპუბლიკური პარტია
საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით ინიციატივა საფრთხეების წინაშე აყენებს საზოგადოებას და არ აპირებს, "ასე წინდაუხედავად შეაბიჯოს შორსმიმავალი მიზნებით დაგებულ პოლიტიკურ მახეში". ამის შესახებ რესპუბლიკელებმა განცხადება დღეს, 7 მარტს, გაავრცელეს:
"რესპუბლიკური პარტია სრულიად ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია და ამ საკითხში ცვლილების შეტანას, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არავინ და არაფერი გვავალდებულებს.
ქორწინების სუბიექტების დაზუსტების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების შესახებ ბოლო ხანებში წამოწეული საკითხის დეტალურმა ანალიზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ:
- კონსტიტუციურად და სამართლებრივად დასაზუსტებელი არაფერია - სრულიად ცალსახაა, რომ საქართველოში მოქმედი კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი და სხვა არაფერი. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის მოქმედი ნორმის კონსტრუქცია, ნორმატიული შინაარსი და ტერმინოლოგია („მეუღლეთა“, „ოჯახი“, „დედათა და ბავშვთა“), აგრეთვე, კონსტიტუციის სწორედ ამგვარ განზრახულობას ადასტურებს მისი უკლებლივ ყველა ავტორი;
- ამ საკითხზე კონსტიტუციაში რაიმეს კიდევ უფრო დაზუსტება, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკურ-პიარული მიზნით, მოქმედ პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან პროექტის ინიცირებისათვის საკმარისია 76 ხმა, მაგრამ მის მისაღებად აუცილებელია 113 ხმა;
- აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების ინიცირებით და მისი ვერ მიღებით ჩვენ არა თუ ვერ გავამყარებთ, არამედ დავაზიანებთ ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. თუ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტით ინიციატორები აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში სიტყვა "მეუღლეთა" უნდა შეიცვალოს სიტყვებით "ქალისა და მამაკაცის", მაშინ ინიციატორები ამბობენ იმასაც, რომ დღეს, სანამ რამე არ შეცვლილა, კონსტიტუცია ქორწინების უფლებას შეიძლება აძლევდეს ვინმე სხვასაც, გარდა ქალისა და მამაკაცისა.
რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ ინიცირება საფრთხეების წინაშე აყენებს საზოგადოებას და არ აპირებს, ასე წინდაუხედავად შეაბიჯოს შორსმიმავალი მიზნებით დაგებულ პოლიტიკურ მახეში. თუ რას ემსახურება ამ საკითხის წამოწევა, ვინ გულწრფელი მოტივებით ადგება არასწორ გზას და ვინ ცდილობს ამ მეტად მგრძნობიარე თემაზე სპეკულირებით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამის გარკვევა საქართველოს მოქალაქეებისთვის მიგვინდვია.
შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ამოიწურა შიდაკოალიციური კონსულტაციების რესურსი, რესპუბლიკური პარტია ადასტურებს პატივისცემას თვითეული დეპუტატის, მათ შორის ჩვენივე ფრაქციის წევრების, განსხვავებული პოზიციისადმი, მაგრამ პოლიტიკურად ემიჯნება კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების პროცესს, რომელსაც მოჰყვება არა საკითხის უკეთ გადაწყვეტა, არამედ საკითხის უფრო გამწვავება თანამდევი პოლიტიკური მეტასტაზებით".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები