ბრიუსელში EU-ს წარმომადგენელი: საქართველოს ხელისუფლებამ წერილი კი გაგზავნა, მაგრამ "პასუხები დაუსაბუთებელია"
"რადიო თავისუფლება" ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისათვის გაგზავნილი 55-გვერდიანი წერილისა და შესაბამისი ანგარიშის შინაარსს გაეცნო.
ელჩის თქმით, თბილისი "მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს". ოცნების ხელისუფლება ევროკომისიისათვის გაგზავნილ პასუხში ამტკიცებს, რომ ის "მტკიცე ერთგულებას ავლენს ევროინტეგრაციისადმი".
"რადიო თავისუფლებას" ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენელმა, — რომელიც ამ საკითხზე ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, — უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი კი გაგზავნა, მაგრამ "პასუხები დაუსაბუთებელია".
"მათ არ უპასუხიათ ჩვენს მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე", — ამბობს წყარო.
"მათ არგუმენტებით გაუმყარებელი პასუხები გამოგვიგზავნეს", — ამბობს ის და დასძენს, რომ წერილი ვერ უპასუხებს ბრიუსელის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას", — წერს "რადიო თავისუფლება".
წერილის შინაარსის გასაჯაროების შემდეგ, ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირს "სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა აქვს და სამარცხვინო შანტაჟის მცდელობისთვის არ არის მათთვის მისაღები მაგიდასთან დაჯდომა".
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ "ბრიუსელი ჟონავს.
"ვნახეთ ყველამ, რომ "ბრიუსელი ჟონავს". ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო, ოფიციალურად აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის ხელში. ვნახეთ, რომ "რადიო თავისუფლება", რომელსაც აფინანსებს ბრიუსელი და რომელიც თავის დროზე CIA-ს მიერ შექმნილი ქვედანაყოფია, არის პროპაგანდისტული. დღეს ვნახეთ, რომ ამერიკამ და ტრამპმა შეუწყვიტეს დაფინანსება ამ პროპაგანდისტულ მანქანას. ბრიუსელმა კი დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო და პროპაგანდისტულ მედიად აქცია სპეცსამსახურების ქვედანაყოფი. ვნახეთ, თუ როგორ ჟონავს ბრიუსელი ამის მაგალითზე. თუმცა აქ პრობლემა არაფერი არ არის, პირიქით, გვინდოდა კიდევაც დოკუმენტის გასაჯაროება, თუმცა უფლება არ გვქონდა. ჩვენი სურვილიც არის, რომ გასაჯაროვდეს და ნახოს საზოგადოებამ, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას", — განაცხადა პაპუაშვილმა
პირველ სექტემბერს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკომისიისას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას 31 აგვისტოს, "დადგენილ ვადაში" მიეწოდა.
ივლისში ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკომისიისგან მიიღო ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მთავრობას მოუწოდებს 8 რეკომენდაციის შესრულებას. ევროკომისიამ ქართულ ოცნებას აგვისტოს ბოლომდე მისცა რეკომენდაციებისთვის შესრულების ვადა. უწყებაში არ საუბრობენ, თუ რა მოცემული რეკომენდაციები დააკმაყოფილეს.
ცნობისთვის, რეკომენდაციებში ევროკომისია ოცნებას მოუწოდებს, გააუქმოს შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდველი კანონები. რეკომენდაციებში ევროკომისია ოცნებას ასევე მოუწოდებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონში ცვლილებები შევიდეს, რაც უზრუნველყოფს LGBTIQ პირების უფლებების დაცვას.
რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებასაც ევროკომისია ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს ასე გამოიყურება:
1). საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის დაიცვას გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.
2). თავიდან უნდა აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ პირების უფლებების სრული დაცვა გარანტირებული იყოს.
3). საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის სიასთან, სადაც ის ქვეყნებია მოცემული, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით.
4). ძალისხმევა უნდა გააძლიეროს დაუსაბუთებლად თავშესაფრის მოთხოვნისა და წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად ყოფნის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, მიგრანტების შესაბამისი კატეგორიებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიების ჩატარებითა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით.
5). აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი უნდა შექმნას. ასევე, გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის მიმართულებით.
6). ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს, უზრუნველყოს მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო გადაწყვეტილებებს.
7). ცვლილებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციულო ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციულო ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
8). პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.
- ირაკლი კობახიძის თქმით, "ოცნება" EU-ს რეკომენდაციების შეასრულებს, თუ EU მათ გონივრულობას დაასაბუთებს
- ევროკომისიამ "ქართული ოცნების" გაგზავნილი ანგარიშის შეფასება დაიწყო
- საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ, "დადგენილ ვადაში" მიაწოდეს
- ლევან მახაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიაწოდა შევსებული კითხვარი და რეკომენდაციები, რომლებიც კომისიას ჰქონდა გაცემული
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები