თეგეტა მოტორსი King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
ფოტო: თეგეტა
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი დრიფტის ჩემპიონატის King of Drift 2025-ის შეჯიბრი ლილო არენას სარბოლო ტრეკზე მიმდინარეობს. წლევანდელ ჩემპიონატში თეგეტა მოტორსის 2 თანამშრომელი, სათადარიგო ნაწილების მენეჯერი საბა სიდამონიძე და მსუბუქი ავტომობილის ნაწილების ბრენდ მენეჯერი ზაკო ბენდელიანი, მონაწილეობენ. თეგეტა მოტორსი დრიფტში გამსვლელი თანამშრომლების მხარდაჭერის მიზნით, მათი სარბოლო ავტომობილების შესაბამის აღჭურვილობაზე ზრუნავს.
კომპანია წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების კუთხით. ჩემპიონატში ჩართული თანამშრომლების მხარდაჭერაც უსაფრთხო გადაადგილების იდეას ემსახურება. რბოლა ტრეკზე და არა ქუჩაში — ასეთია ყოველწლიური ჩემპიონატის, King of Drift-ის კონცეფცია.
ფოტო: თეგეტა
ვახტანგ მძინარაშვილი, თეგეტა მოტორსის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: “ჩემპიონატის უსაფრთხოების კონცეფცია ძალიან ახლოსაა თეგეტა მოტორსის უსაფრთხოების ღირებულებასა და პოლიტიკასთან. ჩვენი ძალისხმევა მუდმივად მიმართულია საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ. რამდენადაც საავტომობილო გზებზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილია, მსგავსი ჩემპიონატების საშუალებით, ავტომოყვარულებს ან მრბოლელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ქუჩიდან ავტოდრომზე გადაინაცვლონ და იქ გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა King of Drift-ში მონაწილე ჩვენი კოლეგებისთვის“.
ფოტო: თეგეტა
King of Drift 2022 წლიდან იმართება ლილო არენას სარბოლო ტრეკზე და ხუთი დამოუკიდებელი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპი განსხვავდება ტრასის მონახაზითა და დავალებით. ჩემპიონატში მონაწილეობს 70, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელი.
საბა ჩემპიონატის დაარსების დღიდან ყოველწლიურად ერთვება King of Drift-ში, ზაკოსთვის კი ეს ახალი გამოცდილება იყო. მათი სარბოლო ავტომობილები ATE-ს ბრენდის ხუნდებით აღიჭურვა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და თავისუფლად უძლებს ისეთ დატვირთვასაც კი, როგორიც ავტომობილებს სარბოლო ტრასაზე ხვდება.
საბა სიდამონიძე, King of Drift-ის მონაწილე: “ჩემპიონატის მიმართ ჩემი ინტერესი, ერთი მხრივ, ავტოსპორტის სიყვარულმა და, მეორე მხრივ, King of Drift-ის უსაფრთხოების იდეამ განსაზღვრა. რამდენიმეწლიანმა მონაწილეობამ, ცოდნასთან ერთად, იმის გამოცდილებაც მომცა, როგორ ვმართო ემოციები, როგორ ვიმოქმედო ცივი გონებით ექსტრემალურ მომენტებში. ჩემპიონატი შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევს, სპორტული ჟინი მოკლა ტრეკზე და არა ქალაქში. თეგეტა მოტორსის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიამ იზრუნა ჩემპიონატის დროს ჩვენს წარმატებულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე, რაც King of Drift-ის მთავარი კომპონენტია“.
ფოტო: თეგეტა
ATE ტექნოლოგიურად მოწინავე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდია, რომელსაც თეგეტა მოტორსი ექსკლუზიურად წარმოადგენს. მუხრუჭების ექსპერტად აღიარებული ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი გერმანული ბრენდი 1906 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე სისტემებს (ხუნდებს, დისკებს, სამუხრუჭე სითხეებს). ATE ამარაგებს მსოფლიოს წამყვან ავტომწარმოებლებს. ის ერთ-ერთი გლობალური გიგანტის, Continental Group-ის ნაწილია. ბრენდი ფოკუსირებულია მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე, მისი სამუხრუჭე სისტემები გამძლეობითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით ხასიათდება.
ბრენდის სამუხრუჭე სისტემები ტესტირებული და სერტიფიცირებულია მაღალი დატვირთვის პირობებში, ავტოინჟინრების მიერ. ATE გამოცდილია დრიფტზეც, ხუნდები არ გადახურდება მაღალი დატვირთვის შემთხვევაშიც კი. ისინი მაღალტემპერატურული და დაბალი ცვეთის მქონე მასალებისგან მზადდება. ATE-ს სამუხრუჭე სისტემა, რომელიც მარტივად უძლებს დრიფტსაც კი, ცხადია, უპრობლემოდ უმკლავდება ყოველდღიურ მართვას.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი, რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია საგზაო მოძრაობასთან, მუდმივად ზრუნავს უსაფრთხო გადაადგილებაზე. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობითა თუ კამპანიით კომპანია საზოგადოებას მუდმივად მოუწოდებს, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, მართონ უსაფრთხოდ, სიჩქარის დადგენილი ნორმის ფარგლებში და საგზაო მოძრაობის წესების დაცვით იზრუნონ ერთმანეთზე.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის — Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები