ანუკი ჩრდილელის აცხადებს, რომ თამთა მეგრელიშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, უჩივლებს
2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ოცნების მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი, ანუკი ჩრდილელი აპირებს, რომ ხალხის ძალის წევრს, თამთა მეგრელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო უჩივლოს.
ამის შესახებ 48-საათიანი ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებულმა, ანუკი ჩრდილელმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფერს "ნაცებთან" ან "ქოცებთან" კავშირი არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქამდე ამგვარად არავის გამოუყენებია.
"თითით ანიშნეს ჩემზე, რომ აი ასე, დააკავეთო. ტროტუარზე ვიდექი, შესაბამისად, ჩემზე არ ყოფილა გაფრთხილება, მოწოდება — ვერ იქნებოდა ფიზიკურად. იმიტომ, რომ დღისით, მზისით ვიდექი ტროტუარზე თეატრთან და არ ვიცი რა დავაშავე ტროტუარზე დგომით. ოქმში ჩამიწერეს, რომ ვილანძღებოდი და ვიგინებოდი. ეგეთი არაფერი არ ყოფილა. ვინც შემაგდო მანქანაში ეგ სხვა ადამიანია და დამკავებლად გამიფორმეს სრულიად სხვა ადამიანი.
არ ვიცი რატომ გონია მეგრელიშვილს, რომ მე სადღაც მიბმული ვარ ნაცებს, ან ქოცებს, ან ვინმეს და ეს ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლია რომ ასე ჰარი ჰარალეზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს. მე აუცილებლად ვუჩივლებ მას სამართლებრივად. იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა, თან ცრუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა — ესე არ ხდება. არანაირი ფსიქიკური პრობლემა მე არ მქონია და თუ ასე საჯაროა ყველაფერი, მე გამოვიტან ამის დასკვნას — არ მაქვს პრობლემა. ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაცები ნამდვილად არ იყენებენ და საერთოდ არავის გამოუყენებია 29 წლის განმავლობაში", — თქვა ანუკი ჩრდილელმა.
ცნობისთვის, ანუკი ჩრდილელი 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ 23 პირს შორის ერთ-ერთია.
მას შემდეგ, რაც ანუკი ჩრდილელის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ოცნების დეპუტატის შვილი იყო, ხალხის ძალის წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში ანუკი ჩრდილელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ნაციონალური მოძრაობა ბოროტად იყენებს.
"სინამდვილეში საკითხი ასე დგას: წლებია ოთარ ჩრდილელს ანუკი ჩრდილელის გადაწყვეტილებით არათუ მამაშვილური არამედ არანაირი კავშირი არ აქვს მასთან, მას ის წლებია თვალით არ უნახავს. თუმცა როგორც მის მიმართ პასუხისმგებლობიანი პირი ის აფინანსებდა ანუკი ჩრდილელის მკურნალობის ხარჯებს თურქეთისა და ისრაელის ფსიქიატრიულ კლინიკებში.
სამწუხაროდ ანუკი ჩრდილელს მენტალური პრობლემები აქვს და ოთარ ჩრდილელი ყველაფერს აკეთებს მისი ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, სამწუხაროდ ანუკის ამ მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის კარგად იყენებს ნაციონალური მოძრაობა რადგან ისინი მსხვერპლზე, სისხლზე დაგეშილი ძალაა და ანუკი ჩრდილელი მენტალური პრობლემებით მათთვის მორიგი მსხვერპლია და სტატისტიკაა.
ანუკი აუცილებლად დაძლევს მენტალურ პრობლემებს და თუ მოინდომებს იპოვის სწორ გზას, მართლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის სად უნდა დადგეს და ვისთან, აი თქვენ კი სვავებო ნაციონალური მოძრაობის სახით, ისტორიაში შეხვალთ როგორც მაწამებელი, გამაუპატიურებელი, გვამებზე მონადირე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში არ ყოფნის პირობებშიც არ ივიწყებს საკუთარ ხელწერას და იყენებს ისეთი პრობლემების მქონე ახალგაზრდების როგორიც ანუკის აქვს," — დაწერა თამთა მეგრელიშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები