საქართველო მუნდიალის გზაზე — მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება
ფოტო: საქართველოს ბანკი
მონატრებული სანაკრებო ფეხბურთი დაგვიბრუნდა: ევროპის ზონაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება, რომელიც 2026 წლის მუნდიალის მონაწილე ევროპულ ნაკრებებს გამოავლენს. საქართველო E ჯგუფში, თურქეთთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან ერთად არის წარმოდგენილი და მუნდიალის სადებიუტო საგზურისთვის იბრძოლებს.
4 სექტემბრის მატჩი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ფავორიტის სტატუსს ატარებს და დიდი ალბათობით, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს. საქართველოსთვის, პროგრამა მინიმუმი მეორე ადგილისთვის იქნება და ამ პროცესში, მთავარ კონკურენტად თურქეთი უნდა მივიჩნიოთ — ვინჩენცო მონტელას მიერ გაწვრთნილი, ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ნაკრები, რომელსაც დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ვიხილავთ.
ესპანეთის ნაკრები დღეს მსოფლიო მწვერვალზე დგას. ბულგარეთს რაც შეეხება, ის ჯგუფის მთავარი აუტსაიდერია. შესაბამისად, პირველ ორ მატჩში (სექტემბრის თამაშები თურქეთთან და ბულგარეთთან) მინიმუმ 4 ქულის მოპოვება ჩვენი მხრიდან ხმამაღალი განაცხადი იქნება. თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი მატჩი, ამას ჩვენი კაპიტნის სიტყვებიც ადასტურებს: ჯგუფიდან გასვლის ერთადერთი შანსი თურქეთთან გამარჯვების მოპოვებაა და მჯერა, მიზანს მივაღწევთო.
თურქეთთან მატჩის წინ, უნდა გავიხსენოთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი სადებიუტო მატჩი დორტმუნდში (თურქეთი 3:1 საქართველო), სადაც, ერთი მხრივ, დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა მთელ საფეხბურთო სამყაროს ვაჩვენეთ, რომ ტურნირზე ყოფნას ვიმსახურებდით. ვნახეთ ქოჩორაშვილის შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა, მიქაუტაძის დაფარული, ძალიან გონივრული დარტყმა, კიდევ იყო ძელი, რამდენიმე ურეალურესი საგოლე ეპიზოდი, მამარდაშვილის ჩასვლა მეტოქის საჯარიმოში და კიდევ ბევრი სხვა… ეს იყო თვითგამორკვევისა და საკუთარ ძალებში დარწმუნების პერიოდი — როდესაც გავიაზრეთ, რომ საბერძნეთთან გამარჯვება შემთხვევითობა კი არა, შედეგი იყო — ის, რასაც ახალმა საფეხბურთო თაობამ თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.
დღეს თურქეთი უფრო ძლიერი, საქართველო კი უფრო გამოცდილია, ვიდრე 2024-ში. ამიტომაც, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება. ჩვენთვის, სავარაუდოდ, ყველაზე რთული ამოცანა მოედნის ცენტრში ბურთის დაკავება და თამაშის საკუთარი კარნახით წაყვანა იქნება, რადგან, სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებენ - ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის კონტროლი და დაცვიდან შეტევაში ტრანზიცია შესანიშნავად გამოსდით. სავარაუდოდ, ძირითადში ვიხილავთ ანრი მექვაბიშვილს, რომელმაც სეზონი ჩინებულად დაიწყო (12 მატჩში 6 საგოლე გადაცემა). შესაძლოა, კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის არყოფნა გახდეს იმის მიზეზი, რომ ბურთი დავთმოთ, თუმცა ჩვენი კოზირი — სწრაფი კონტრშეტევა, ასეთ მოცემულობაში კიდევ უფრო სახიფათო ხდება.
ყველაზე კომფორტულად წინა ხაზში უნდა ვიგრძნოთ თავი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გამტანი კვარაცხელია ამ მატჩის მთავარი ვარსკვლავია. კარგ ფორმაშია ზურიკო დავითაშვილი, მიქაუტაძე კი, ახლა უკვე, “ლა ლიგის” გუნდებს დაატერორებს — “ვილიარეალმა” მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. შედარებით უთამაშებელია ბუდუ ზივზივაძე, მაგრამ, შესაძლოა, მოედანზე იგი მეორე ნახევარში მაინც ვიხილოთ.
ბოლო მატჩებში, 5-მცველიან ტაქტიკაზე უარი ვთქვით. ამხანაგური შეხვედრების შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა დაადასტურა, 4 მცველით თამაში გუნდის პრიორიტეტი იყო, თუმცა ვილი სანიოლმა კვლავ ნაცად გზას მიმართა (3 ცენტრალური მცველი და 2 ფლანგზე მყოფი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც ვხედავთ), რაც, ნაწილობრივ, შეიძლება მოედნის ცენტრში საკვანძო ფეხბურთელების არყოფნით აიხსნას.
ჩვენი ძირითადი შემადგენლობა ასეთია:
- მამარდაშვილი
- კაკაბაძე
- კაშია
- გოგლიჩიძე
- ლოჩოშვილი
- ქოჩორაშვილი
- მექვაბიშვილი
- დავითაშვილი
- კვარაცხელია
- მიქაუტაძე
ნუ დავივიწყებთ, რომ მატჩის დაწყებამდე, 19:45 საათზე, ნიკა კვეკვესკირის გაცილების ცერემონია გაიმართება და, სასურველია, რომ მოედანზე მალე შევიკრიბოთ, რათა კვეკვეს დიდი მადლობა გადავუხადოთ — ფეხბურთელს, რომლის გადამწყვეტმა, ზუსტმა 11-მეტრიანმა, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოგვიპოვა.
- 04.09, 20:00 | საქართველო v თურქეთი
- 07.09, 17:00 | საქართველო v ბულგარეთი
- 11.19, 22:45 | ესპანეთი v საქართველო
- 14.10, 22:45 | თურქეთი v საქართველო
- 15.11, 21:00 | საქართველო v ესპანეთი
- 18.11, 23:45 | ბულგარეთი v საქართველო
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები