გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო ბრძოლას — ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს
"ეს არის ქართული ოცნების მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია" — ასე ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ოცნების დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას.
ელენე ხოშტარია ლელო — ძლიერ საქართველოს და პირადად ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწოდებს, გამოვიდნენ "რუსული სპეცოპერაციიდან" და საერთო ბრძოლას დაუბრუნდნენ.
როგორც ხოშტარიას აღნიშნავს, "არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა რეჟიმმა, ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ პასუხობს ამას ოპოზიცია".
"კოალიცია ცვლილებისთვის სახელით, გვინდა გამოვეხმაუროთ, ე.წ. ვითომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ბუნებრივია ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ მათ ამას ადამიანურად და ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის პატიმარს და ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც რჩება ციხეში. ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად. ეს არის ქართული ოცნების მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს, ამას შვრებიან ყველაფრის ფასად. ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა რეჟიმმა, ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ პასუხობს ამას ოპოზიცია, ნამდვილი ოპოზიცია.
მე მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს — მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, არარსებული, რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით, საერთო, პრინციპულ, არათანამშრომლობის, არ შეგუების, არ დამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება გაძლიერება ამ ბრძოლის. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლელოსთვის მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას ლელოსგან.
ფაქტია ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა და ეს თქვა კიდევაც, ვინც მონაწილეობს ე.წ. არჩევნებში ის დააჯილდოვოს თავისუფლებით. ეს გაანადგურებს ლელოს თუ ღირსეულ გზაზე დააბრუნებს, არის მხოლოდ ლელოზე დამოკიდებული.
ქართულ ოცნებას შეუძლია ჩაიფიქროს რაღაც საშინელება, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნივთები ქართული ოცნების ხელში, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ადამიანები, ოპოზიციონერები, რომლებმაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ამიტომ, მხოლოდ ლელოს ხელშია ის განადგურდება, სისტემური ოპოზიცია იქნება თუ გააგრძელებს ბრძოლას და ამ მახეში, თუნდაც ქართული ოცნების დაგეგმილ მახეში, ჩაებმება თუ არა," — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს დილით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ "არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".
ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ "შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს".
- მიხეილ ყაველაშვილი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
- თუ მათ არ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ — კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე
- ეს იყო მუხანათური, ჩათლახური გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისგან", რომ ტალახი გვესროლონ — ელისაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე
- თინა ხიდაშელი: "პრეზიდენტად მომუშავე ცხენის აქტზე მამუკა და ბადრი დაანამუსო, ბოდიშს ვიხდი, მასშტაბური გონებასუსტობაა"
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები