ნორვეგიულ ფონდს სურს, დააფინანსოს არილი, გვიწევს, უარი ვთქვათ — ჟურნალის რედაქტორი
ფოტო: ლევან სონღულაშვილი; ჟურნალი "არილი"
საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი არილი, რომელსაც გასულ წელს კულტურის სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა, დონორების მხარდაჭერით სარგებლობასაც ვერ ახერხებს. მიზეზი ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ინიციირებული და მიღებული "რუსული კანონია". არილის რედაქტორის, ლექსო დორეულის თქმით, ჟურნალის თემატური ნომრის დაფინანსების სურვილი ნორვეგიულმა ფონდმა გამოთქვა, მაგრამ ისინი ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლებენ.
"ახლა მოგვწერეს, რომ ნორვეგიულ ფონდს სურს, დააფინანსოს არილის ნომერი, რომელიც მთლიანად მიეძღვნება ნორვეგიულ ლიტერატურას", — წერს ჟურნალის რედაქტორი, — "ეს დიდი ხნის ოცნება იყო ჩემი და მახოსი [მალხაზ ხარბედია, არილის ყოფილი რედაქტორი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა]: ნორვეგიული და ირლანდიური ნომრები. მაგრამ რა ვქნათ? გვიწევს უარი ვთქვათ ამ შესაძლებლობაზე, თორემ ეგრევე აგენტებად გამოგვაცხადებს ქართული ოცნება.
"ასეთი ქვეყანა გვაქვს: ჰამსუნზე, იბსენსა და ლარს სობი ქრისტიანსენზე წერის გამო, აგენტად გამოგაცხადებენ. დაფინანსება შეუწყვიტეს ლიტერატურულ გამოცემას და იმის გასაქანიც არ გვაქვს, რომ თავად ვეძიოთ წყაროები. ასე ახრჩობენ კულტურას და, ზოგადად, ყველაფერს".
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არილის რამდენიმე ნომერი სწორედ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან და ფონდებთან თანამშრომლობით გამოიცა და თემატურად დაეთმო მათ ლიტერატურას.
"მას შემდეგ, რაც სამინისტრომ დაფინანსება შეგვიწყვიტა, კიდევ უფრო გავაქტიურდით ამ მიმართულებით, რომ ჩვენი მკითხველებისთვის, რომლებიც არილს დონაციებით აცოცხლებენ, დროდადრო ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიგვეცა", — აღნიშნავს დორეული.
არილს, რომელიც 1994 წლიდან გამოდის, შარშან, გამოცემის 30-ე საიუბილეო წელს, კულტურის სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა. რედაქციის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალის "კრიტიკული პოზიცია" გახდა.
"არილისთვის დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა", — წერდა მაშინ ჟურნალი, რომელსაც ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია საბა აქვს მიღებული, — "არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა".
ამჟამად, ჟურნალის რედაქცია ახალ ნომერზე მუშაობს, რომელიც მთლიანად მიეძღვნება მალხაზ ხარბედიას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები