მამუკა ხაზარაძე: "პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე"
"დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე" — ამის შესახებ კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის, რაც დღეს გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა არის "სამართლებრივი ნონსენსი".
ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლელო — ძლიერი საქართველო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ციხეში ყოფნის დროს მიიღეს.
"დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა. გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, პირდაპირ ვიტყვი ძალიან ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე "დანაშაულით" იხდიან სასჯელს.
დღეს მე და ბადრი ჯაფარიძის გამოშვება, რომელსაც არ ველოდებოდით, რადგან 8-თვიანი ვადის ამოწურვას ველოდებოდით, გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება მოხდეს შავი ნიაღვრის და პიარის და გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ იმიტომ რომ ის, რაც დღეს გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა ეს არის ადამიანებით ვაჭრობა და მე პირდაპირ გეუბნებით — თუ უახლოეს დღეებში ე.წ. პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპატიმრებს რომლებიც იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება ყველაზე დიდი ლუსტრაცია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, მისი პრეზიდენტი, იყენებს საქართველოს კანონმდებლობას მისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან.
გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს ძლიერი საქართველოს. სწორედ დღევანდელი ე.წ. პრეზიდნეტის გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე, მინდა გიხრათ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა მიზანი არის ერთი — ეს არის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ მიზნისთვის ჩვენ არ გვიღალატია, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ როდესაც უკვე ვიჯექით ციხეში," — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რუსთავის ციხე დატოვა ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც.
შეგახსენებთ, ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს დილით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ "არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".
ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ "შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს".
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ციხეში 45 დღე გაატარეს. მათ ბრალი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის წარუდგინეს. ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს 8-8-თვიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
- "ლელო — ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა
- გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო ბრძოლას — ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს
- ეს იყო მუხანათური, ჩათლახური გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისგან", რომ ტალახი გვესროლონ — ელისაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე
- თუ მათ არ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ — კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე
- მიხეილ ყაველაშვილი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები