LSD პერსპექტიულ შედეგებს აჩვენებს შფოთვის შემცირებაში — კვლევა
ფოტო: newscientist.com
LSD-მ შეამცირა შფოთვის სიმპტომები შუა ეტაპის კვლევაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. ეს გზას ხსნის დამატებითი ტესტირებისა და ფსიქოდელიური პრეპარატის შესაძლო სამედიცინო დამტკიცებისკენ, რომელიც აშშ-ში ნახევარ საუკუნეზე მეტია აკრძალულია.
კომპანია Mindmed-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შფოთვის ზოგადი აშლილობის საშუალო და მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში რამდენიმე დოზა შეამოწმა, დადებითი ეფექტი კი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდა. კომპანიას შემდგომი კვლევების ჩატარება სურს, შედეგების დასადასტურებლად, რის შემდეგაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) დასამტკიცებლად მიმართავს.
ფოტოზე გამოსახულია MindMed-ის მიერ შემუშავებული LSD-ის ფორმულირება
ფოტო: AP
1950-იანი წლებიდან მოყოლებული, მკვლევრები ათეულობით ნაშრომს აქვეყნებდნენ LSD-ის თერაპიულ გამოყენებაზე, თუმცა მათი უმეტესობა თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
"მე ამ სტატიას ვხედავ როგორც ნაბიჯს ძველი კვლევების გაცოცხლებისკენ, თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით და იმის გარკვევისკენ, რა არის ამ ნაერთების რეალური სარგებელი და ხარჯები", — ამბობს ფრედერიკ ბარეტი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქოდელიური კვლევების ცენტრის დირექტორი, რომელიც კვლევაში უშუალოდ ჩართული არ ყოფილა.
ფსიქოდელიური კვლევების აღზევება
ფსიქოდელიკები პოპულარულ და სამეცნიერო აღორძინებას განიცდის — კონფერენციები, დოკუმენტური ფილმები, წიგნები და სამედიცინო ჟურნალები მათ პოტენციალს იკვლევენ დეპრესიის, შფოთვისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს.
ადრეული შედეგების საფუძველზე FDA-მ უკვე მიაკუთვნა პოტენციური "გარღვევის" თერაპიის სტატუსი ფსილოციბინს, MDMA-სა და ახლა უკვე LSD-საც.
თუმცა, ამ პრეპარატებს გზა ბაზრამდე ჯერ კიდევ არ გაუკვლევიათ.
გასულ წელს FDA-მ კვლევის ხარვეზების, შესაძლო მიკერძოებისა და სხვა პრობლემების გამო უარი თქვა PTSD-ის სამკურნალოდ MDMA-ს — ანუ ე.წ. "ექსტაზის" — დამტკიცებაზე.
ახალი LSD კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Journal of the American Medical Association-ში, სწორედ ამ პრობლემების ნაწილს ეხმიანება.
MDMA, ისევე როგორც სხვა ფსიქოდელიკების უმეტესობა, გამოკვლეული იყო საათობით ფსიქოთერაპიასთან ერთად. ეს მიდგომა FDA-სთვის პრობლემური აღმოჩნდა, რადგან რთული იყო იმის გარჩევა, ეფექტი წამალს ჰქონდა თუ თერაპიას.
LSD-ის ახალმა კვლევამ უფრო მარტივი გზა აირჩია: პაციენტებმა მიიღეს LSD-ის ერთჯერადი დოზა — პროფესიონალების მეთვალყურეობით, თუმცა თერაპიის გარეშე — და სამი თვის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყვნენ.
სტატიაში არ არის დეტალურად აღწერილი, როგორ მოამზადეს პაციენტები გამოცდილებისთვის ან შემდგომ როგორი მხარდაჭერა მიიღეს მათ, რაც კვლევის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნა ბარეტმა.
"ხშირ შემთხვევაში ადამიანები ისეთ ძლიერ სუბიექტურ გამოცდილებებს განიცდიან, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს თერაპევტთან საუბარი, რათა გაიაზრონ, რაც ნახეს და იგრძნეს", — დასძინა მან.
შფოთვა შემცირდა, მაგრამ კითხვები რჩება
კვლევაში თითქმის 200 პაციენტი მონაწილეობდა, რომლებმაც შემთხვევითი შერჩევით მიიღეს LSD-ის ოთხი დოზიდან ერთი ან პლაცებო. მთავარი მიზანი იყო წამლის ოპტიმალური დოზის დადგენა, რომელსაც შეუძლია ძლიერი ვიზუალური ჰალუცინაციებისა და ზოგჯერ პანიკის ან პარანოიის გამოწვევა.
ოთხი კვირის შემდეგ, ყველაზე მაღალი ორი დოზის მიღებულ პაციენტებს მნიშვნელოვნად დაბალი შფოთვის ქულები ჰქონდათ, ვიდრე პლაცებოს ან დაბალი დოზის ჯგუფში მყოფებს. 12 კვირის შემდეგ, LSD-ის ყველაზე ეფექტური დოზის — 100 მკგ-ის — მიმღებთა 65%-ს ჯერ კიდევ აღენიშნებოდა სარგებელი, ხოლო თითქმის 50% რემისიაში იყო. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები იყო ჰალუცინაციები, გულისრევა და თავის ტკივილი.
პლაცებოს მიმღებ პაციენტებსაც გაუუმჯობესდათ მდგომარეობა — ფსიქოდელიური და ფსიქიატრიული კვლევებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა — თუმცა მათი შედეგები ორჯერ მცირე იყო რეალურ წამალთან შედარებით.
თუმცა, პრობლემებისგან თავისუფალი არც ეს კვლევა ყოფილა.
პაციენტების უმეტესობამ სწორად გამოიცნო, მიიღეს თუ არა LSD, რაც ართულებს "ბრმად" ჩატარებულ კვლევას, რომელიც ახალი წამლის სარგებლიანობის ობიექტურად დასადგენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, ორივე ჯგუფიდან (პლაცებო და LSD) ბევრი პაციენტი ნაადრევად გამოეთიშა, რამაც საბოლოო მონაცემთა მასივი შეამცირა.
კვლევით ასევე გაურკვეველი დარჩა, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეფექტი.
Mindmed უკვე ატარებს ორ დიდ, გვიან ეტაპის კვლევას, რომლებიც პაციენტებს უფრო ხანგრძლივად დააკვირდება და წარმატების შემთხვევაში FDA-ს დამტკიცების პროცედურებს დაიწყებს.
"შესაძლოა ზოგიერთ ადამიანს ხელახალი მკურნალობაც დასჭირდეს", — ამბობს დოქტორი მაურიციო ფავა, მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოდან, კვლევის წამყვანი ავტორი და Mindmed-ის მრჩეველი — "რამდენი ხელახალი კურსი იქნება საჭირო, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ხანგრძლივი ეფექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა".
ინტერესი ტრამპის ადმინისტრაციიდან
ჯანდაცვის მდივარმა რობერტ ფ. კენედიმ და ადმინისტრაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა ფსიქოდელიური თერაპიის მიმართ ინტერესი გამოხატეს, რამაც შეიძლება ვეტერანებისა და ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე სხვა ადამიანებისთვის დამტკიცების პროცესი აასწრაფოს.
ზოგადი შფოთვის აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დარღვევაა და ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტების მონაცემებით, აშშ-ის მოზრდილთა თითქმის 3%-ს აწუხებს. დღევანდელ მკურნალობებში შედის ფსიქოთერაპია, ანტიდეპრესანტები და ანქსიოლიტიკები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები.
LSD-ის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ახალი არაა
1950-60-იან წლებში ალკოჰოლიზმის, დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ LSD-ის გამოყენებაზე 1000-ზე მეტი ნაშრომი დაიწერა. თუმცა 1960-იან წლებში სახელმწიფოს მკაცრი უკუაღქმა დაიწყო, როცა ფსიქოდელიკები დაუკავშირდა კონტრკულტურის ფიგურებს, მაგალითად ტიმოთი ლირის, ჰარვარდის ყოფილ პროფესორს, რომელიც ნარკოტიკებს არეკლამებდა როგორც საშუალებას: turn on, tune in and dropout (ჩაერთე, მოერგე და გამოეთიშე).
1970 წლის კანონმა, რომელმაც LSD და სხვა ფსიქოდელიკები I კატეგორიის ნარკოტიკებად დაახარისხა — ანუ მედიკამენტური გამოყენების გარეშე და ბოროტად გამოყენების მაღალი რისკით — პრაქტიკულად შეაჩერა აშშ-ში კვლევები.
1980-90-იან წლებში, როცა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევების ხელახალი დაწყება სცადა, მათ ყურადღება გაამახვილეს ნაკლებად ცნობილ ჰალუცინოგენებზე, როგორიცაა MDMA და ფსილოციბინი ("ჯადოსნური სოკოს" მთავარი ინგრედიენტი), რათა თავიდან აეცილებინათ LSD-სთან დაკავშირებული ისტორიული სკანდალები.
"LSD ყველას თვალწინ იყო, მაგრამ Mindmed პირველი კომპანიაა, რომელმაც მისი შეფასება გადაწყვიტა", — ამბობს ფავა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები