2014 წელს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას ცოლი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
"სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, 2014 წელს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას ცოლს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჯვებე ნაჭყებიას გამოტანილ განაჩენებს შორისაა — პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული, პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს და საბა სხვიტარიძეს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან შეუდგა სამოსამართლეო საქმიანობას, უკვე არაერთ სინდისის პატიმარსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიუსაჯა პატიმრობა.
მაგალითად, 12 აგვისტოს მან გაასამართლა 2008 წლის აგვისტოს ომის და 2024 წლის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე ანატოლი გიგაური. პროკურატურის მიერ მისთვის წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, ჯვებე ნაჭყებიამ გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით და გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ანალოგიური კომბინაცია სსკ 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაკავებული სინდისის პატიმრის წინააღმდეგ თავდაპირველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოიყენა 6 აგვისტოს, როცა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა," — ვკითხულობ "სტუდია მონიტორის" განცხადებაში.
ჯვებე ნაჭყებიას ცოლს, მაია კეკელიას 2014 წლის 16 ოქტომბერს მარტვილის სოფელ ბანძის პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტისთვის სსკ 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს ბრალი — ჯვებე ნაჭყებიას მიერ გასამართლებულ ანატოლი გიგაურს, საბა სხვიტარიძეს და მოსამართლე ნინო სახელაშვილის გასამართლებულ მზია ამაღლობელსაც ამავე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი ბრალდება თავდაპირველად. სამივე ბრალდებულს მოგვიანებით ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. სასამართლომ ერთი და იმავე მუხლით გაასამართლა მზია ამაღლობელი და ჯვებე ნაჭყებიას მეუღლეც, მაგრამ ორი სხვადასხვა განაჩენი გამოიტანა — პოლიციელის სილის გაწვნისთვის ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს, ხოლო მისი დაკავებული დისშვილის "გამოსახსნელად" მისულ კეკელიას — 3000 ლარის გირაო.
"ჯვებე ნაჭყებიამ 3 სექტემბერს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პროევროპული აქციის დროს დაკავებულ კიდევ ერთ სინდისის პატიმარს — საბა სხვიტარიძეს, რომელიც ასევე, სსკ-ის 353-ე მუხლით დააკავეს, თუმცა საბოლოოდ სსკ 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) პირველი ნაწილით გაასამართლეს.
"სტუდია მონიტორმა" გაარკვია, რომ ჯვებე ნაჭყებიას ცოლს — მაია კეკელიას 2014 წლის 16 ოქტომბერს მარტვილის სოფელ ბანძის პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო სსკ 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს ბრალი, ანუ იგივე მუხლით რაც პროკურატურამ წარუდგინა სინდისის პატიმრებს, მათ შორის, მზია ამაღლობელს, ანატოლი გიგაურსა და საბა სხვიტარიძეს. თუმცა მზია ამაღლობელისგან განსხავებით, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ქალს - მაია კეკელიას მაშინ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით არა პატიმრობა, არამედ გირაო შეუფარდა.
2015 წლის 9 ივნისს კი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მაია კეკელიას ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალა და 353-ე პრიმას ნაცვლად, 353-ე მუხლით და 3000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სწორედ სსკ 353-ე მუხლით ცნო დამნაშავედ კეკელიას ქმარმა ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაური, თუმცა ჯარიმის ნაცვლად მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ისე როგორც მზია ამაღლობელს - ნინო სახელაშვილმა.
მაია კეკელია არ ეთანხმებოდა წარდგენილ ბრალდებებსა და მისთვის დაკისრებულ სანქციას. ამის შესახებ მან მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შესჩივლა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა.
კეკელია მაშინ აცხადებდა, რომ პოლიციის შენობაში სხვა პირებთან ერთად მიაკითხა დისშვილს, რომელსაც განყოფილებაში სცემდნენ და ამის აღკვეთას შეეცადა, რა დროსაც თავად მას მიაყენეს პოლიციელებმა დაზიანება. პოლიციაში კი აცხადებდნენ, რომ კეკელიას დისშვილი დაკავებული იყო, რომელიც განყოფილებაში მისი ახლობლების მისვლისა და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გაიქცა," — ვკითხულობთ განცხადებაში.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია "სტუდია მონიტორთან" სატელეფონო საუბარისას აღნიშნული ფაქტი უარყო და სიცრუე უწოდა.
"ეგ არ შეესაბამება სინამდვილეს, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არასდროს არ ყოფილა მსგავსი რამ, არ გახლავთ არაფერ შეხებაში ჩემი მეუღლე არსად არასდროს. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ," — უთხრა ნაჭყებიამ "სტუდია მონიტორს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები