ევრობასკეტი 2025 — საქართველოს განვლილი გზა და 1/8-ფინალი — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის და მისი ქომაგისთვის, 2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი ემოციების კორიანტელად იქცა. საოცარი სტარტი გვქონდა: ევროპის მოქმედი ჩემპიონი ღირსეულად დავამარცხეთ, რითაც, როგორც შემდეგაც გამოჩნდა, პლეი-ოფში გასასვლელი ბილეთი მოვიპოვეთ.
ისიც სათქმელია, რომ საქართველოსთან დამარცხება ძალიან ძვირად დაუჯდა ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც ბოლო, გადამწყვეტი მატჩი იანის ანტეტოკუნმპოს საბერძნეთთან დათმო (86:90). ამ შეხვედრამ, ჩვენი ბედი გადაწყვიტა: საქართველოსა და ესპანეთს ჯგუფში თანაბარი ქულები მოუგროვდათ, პლეი-ოფში კი ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად გავედით. შედეგად, ესპანეთის მთავარი მწვრთნელის, უკვე ლეგენდარული სერჯო სკარიოლოს Last Dance არც ისე სასიამოვნო გამოდგა, თუმცა ამაზე ნუ შევჩერდებით: მას უკვე ძალიან დიდი აღიარება აქვს მოპოვებული.
ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, 2 დღეში 2 ურთულესი მატჩი გავმართეთ (იტალიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ). უდავო ფაქტია, რომ ურთულესი კალენდარი შეგვხვდა, თუმცა საერთო შედეგის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ მოხდა. პირველი მატჩის სენსაციურად გადალახვის შემდეგ, თავდაჯერება მოგვეცა, თუმცა მაინც, იტალიისა და საბერძნეთის ძლევა უკვე ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა.
იტალიასთან მატჩი ჩინებულად დავიწყეთ და დასანანია, რომ მათი დამარცხების ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით. იტალია ჩვენთვის დღემდე გადაულახავი ზღვარია, თუმცა ამ მატჩში დავინახეთ, რომ შეგვიძლია, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელებს ჩვენი თამაში თავს მოვახვიოთ. მატჩის პირველი ნაწილი გვაძლევდა იმედს, რომ ჯგუფში მიჯრით მეორე მატჩშიც გავიმარჯვებდით, თუმცა მესამე მეოთხედში თავი იჩინა შეცდომებმა, რომლითაც ჩვენმა მეტოქემ ოსტატურად ისარგებლა.
მეორე დღესვე, კიდევ ერთ გრანდს — საბერძნეთს დავუპირისპირდით. ალეკსანდარ ჯიკიჩმა სიფრთხილე გამოიჩინა: აქცენტი სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებზე გააკეთა, გუნდი არ გადაღალა და სასტარტო ხუთეული ენერგია მომდევნო მატჩებისთვის შემოინახა. ამასთან დაკავშირებით, გაისმა კრიტიკაც, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოზიცია მტკიცე იყო: მისი თქმით, ამ გზით დიდი საფრთხე აირიდა, რომ დასკვნით ეტაპზე, ტრავმებს თავი არ ეჩინათ.
მეტი ენერგიით შევუტიეთ კვიპროსს და დიდი ანგარიშით, 61:93 დავამარცხეთ. ევრობასკეტის სტარტზევე ვიცოდით, რომ კვიპროსის ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერი იყო და წინ მთავარი მატჩი გველოდა: ბოსნია და ჰერცეგოვინას ასეთი კარგი გუნდი როდის ჰყავდა, რთულია გაიხსენო. თანაც, გუნდს ტურნირის სტარტზე ერთ-ერთი ლიდერი, ჯანან მუსა გამოაკლდა. ამის მიუხედავად, ბოსნია და ჰერცეგოვინამ იანისის გარეშე მოთამაშე საბერძნეთს 77:80 მოუგო და ჩვენთან დაპირისპირება ფინალის ტოლფასად აქცია.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ტრადიციულად, მამუკელაშვილი — სანაძე — შენგელია — ბითაძე — ბოლდუინის ხუთეულით დავიწყეთ. გაგვიჭირდა პერიმეტრის დაცვა და მეტოქეს ბევრი სამქულიანი ჩავაგდებინეთ. მთელი მატჩის განმავლობაში, საქართველოს ნაკრები იყო მდევარი და მეოთხე მეოთხედში ანგარიში გავათანაბრეთ კიდეც, თუმცა სასტარტო ხუთეულის გადაღლილობამ თავი იჩინა: მამუკელაშვილს, ფაქტობრივად, არ დაუსვენია, შენგელიამ, ბითაძემ და ბოლდუინმა 35 წუთი ითამაშეს, სანაძემ კი — 34.
ბოსნიასთან წავაგეთ, თუმცა საბერძნეთთან ესპანეთის მარცხმა წინ პლეი-ოფის კარი მაინც გაგვიღო. არის ერთი საინტერესო დეტალი: უკვე მეორედ, ⅛-ფინალში საბერძნეთის ნაკრების დახმარებით გავდივართ. 2015 წლის ევრობასკეტზე, ჯგუფში ასევე 2 გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ბოლო შეხვედრაში, ბერძნებმა ნიდერლანდები დაამარცხეს და პლეი-ოფის საგზური გაგვინაღდეს.
ბევრი სირთულით, გამარჯვებით, მარცხით, შეცდომებითა და წარმატებებით, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალშია. როგორც C დივიზიონის მეოთხეადგილოსანი, ჯიკიჩის გუნდი D დივიზიონის გამარჯვებულს, საფრანგეთს - ანუ ევროპული კალათბურთის კიდევ ერთ გრანდს დაუპირისპირდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ 6 ევრობასკეტის განმავლობაში, სადაც საქართველოს უთამაშია, ასეთი რთული მეტოქეების კასკადი არასოდეს გაგვივლია. თუმცა, რატომაც არა? გოლიათების ძლევა რომ შეგვიძლია, ესპანეთთან მატჩშიც გამოჩნდა - ასეთ გამარჯვებას სულ სხვა ხიბლი და სიხარულის ემოცია აქვს.
საფრანგეთის ნაკრებს 7 სექტემბერს, 16:15-ზე დავუპირისპირდებით. მატჩი ამჯერად ლატვიის დედაქალაქში, რიგაში გაიმართება — სწორედ რიგა უმასპინძლებს ტურნირის დასკვნით ეტაპს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები