უკრაინის ომის მონაწილე ქართველი მებრძოლი, გიორგი კინოიანი სომხეთში დააკავეს — მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება
უკრაინის ომის მონაწილე ქართველი მებრძოლი, გიორგი კინოიანი სომხეთში დააკავეს და მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება. ამის შესახებ დაკავებულის ძმა "ტვ პირველთან" აცხადებს.
ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადიციო ვადითაა დაკავებული. რუსეთმა ამ დროში საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, ხოლო შემდეგ სომხეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას — გადასცემს თუ არა ქართველ მებრძოლს რუსეთს.
ქართველმა მესაზღვრეებმა მებრძოლი საზღვარზე ისე გაუშვეს, არ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. ოჯახის თქმით, თუ მას საქმის კურსში ჩააყენებდნენ, კინოიანი საქართველოს არ დატოვებდა. ამის შესახებ "ტვ პირველთან" დაპატიმრებული მებრძოლის ძმა და მეგობრები საუბრობენ.
"დონეცკის ე.წ. სასამართლომ, ჩემ ძმას 2024 წლის ოქტომბერში დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი და რუსეთმა წითელი ცირკულარით მოითხოვა ამ ძებნილების გადაცემა. არ ვიცი რა იქნება, სომეხი ადვოკატები იმედს არ გვაძლევენ, ამბობენ, რომ ექსტრადიციის საფრთხე ძალიან დიდია. საზღვრის კვეთის დროს მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ დააკავებდნენ და რაიმე პრობლემები შეექმნებოდა, თორემ ლოგიკურია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. სომხეთის საზღვარზე, მესაზღვრეებს ამოუგდო რომ რუსეთის მხრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ამის შესახებ არც გიორგის და არც მის ირგვლივ არავის არ ჰქონია. სომხეთში, საქართველოს საელჩოშიც ვიყავი, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი გამოხმაურება არ გვაქვს. მითხრეს, რომ ინფორმაცია აქვთ, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ, თუმცა, ჩემთან ხაზზე არავინ გამოსულა, არც ოჯახის სხვა წევრებთან. დღეს ვაპირებ მივმართოთ იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც შესაძლოა, ჩვენ გამოგვადგეს", — განაცხადა კინოიანის ძმამ.
კინონიანის მეგობრები ამბობენ, რომ ადვოკატები საიმედოს არაფერს ამბობენ და სავარაუდო ექსტრადიციაზე საუბრობენ.
"მიდიოდა სასომხეთში, პასპორტი როგორც კი მიაწოდა, მაშინვე დააკავეს, 3 დღე მიუსაჯეს, 6 -ში კი მიუსაჯეს 40-დღიანი, წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა. იქაური ადვოკატები რასაც გვეუბნებიან, ალბათ, ექსტრადიცია, 90 %. საიმედო არაფერი გვითხრეს, სავარაუდო ექსტრადიციაზე გვესაუბრებიან. თუ ვინმე არ ჩაერთვება აქედან", — ამბობს მეგობარი.
კინოიანის თანამებრძოლები ამბობენ, რომ მისი რუსეთში ექსტრადირება სარისკოა და დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული.
"ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ რამდენიმე ქართველს დაუსწრებლად მოგვისაჯა პატიმრობა და ჩვენზე გამოცხადდა ძებნა, სხვადასხვა ქვეყნებში. მას ემუქრება სერიოზული საფრთხე რუსეთში ექსტრადირებისა და ალბათ მოგეხსენებათ, რამდენად საშიში და სარისკოა და ასევე, რა შეიძლება მოხდეს მისი რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში. ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, მიმართეს ყველას, ასევე იყვნენ მისულები სახალხო დამცველთან, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი იმედი არ ჩანს, ერთადერთი საშუალება გვრჩება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, ვუთხრათ მთავრობას, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ აქვთ მთავარი ძალა", — ამბობს დომენიკ მანგო.
ცნობისთვის, გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები