"საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ საკუთარი მოქალაქის ექსტრადირება რუსეთში არ განხორციელდეს" — თამთა მიქელაძე და ნონა ქურდოვანიძე გიორგი კინოიანის საქმეზე
"საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ საკუთარი მოქალაქის ექსტრადირება რუსეთში არ განხორციელდეს" — ასე ეხმაურებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარევ ნონა ქურდოვანიძე და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე უკრაინაში მებრძოლი გიორგი კინოიანის დაკავებას, რომელსაც რუსეთში ექსტრადირება ემუქრება.
თამთა მიქელაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება საქართველოსთვის გიორგი კინოიანის გადმოცემისთვის "ძალისხმევას გაწევს" იმ ფონზე, როცა მისი რიტორიკა "მკვეთრად ანტიუკრაინულია".
"თანამშრომლობის ფარგლებში მისი მოქალაქის საქართველოში მიღების ადვოკატირება საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია. ნამდვილად არის შესაძლებელი სამართლიანი სასამართლოს პირობებში და თუნდაც სტრასბურგის მექანიზმით გაჩერება ექსტრადიციის პროცესის. თუ ის დაიწყება რადგან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რუსეთში ციხეებში არსებული მდგომარეობა. ეს ადამიანები ტყვედ ჩავარდნის თუ დაპატიმრების შემდეგ ხვდებიან ძალიან მძიმე წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები. მოლოდინი რომ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება მნიშვნელოვან ძალისხმევას გაწევს ამ ადამიანის საქართველოსთვის გადმოსაცემად არ მაქვს იმ ფონზე, როცა მისი რიტორიკა მკვეთრად ანტიუკრაინულია და ის საერთოდ მტრულად ხედავს უკრაინაში მებრძოლ ქართველებსაც კი," — განაცხადა თამთა მიქელაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საქართველო ვალდებულია საკუთარი მოქალაქეები დაიცვას მიუხედავად იმისა სად იმყოფებიან ისინი.
"საქართველო არის ვალდებული, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას მიუხედავად იმისა სად იმყოფებიან ისინი და რომელი სახელმწიფოს მოთხოვნით არიან დაკავებულები და ითხოვს თუ არა კონკრეტულად ეს სახელმწიფო მის ექსტრადირებას. ეს ნიშნავს იმას რომ ახლა, როდესაც ცნობილი არის, რომ რუსეთის მხრიდან იქნება მოთხოვნა საქართველოს მოქალაქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, საქართველო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს მოქალაქის ექსტრადირება არ განხორციელდეს რუსეთში, რადგან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რუსეთში როგორ ეპყრობიან იმ ადამიანებს, ვისაც ბრალს სდებენ უკრაინაში ომში მონაწილეობაზე რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებში და შესაბამისად ასეთ დროს საქართველო ვალდებული არის, რომ საქართველოს მოქალაქის ინტერესები და უფლებები დაიცვას," — განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
უკრაინის ომის მონაწილე ქართველი მებრძოლი, გიორგი კინოიანი სომხეთში დააკავეს და მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება. ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადიციო ვადითაა დაკავებული. რუსეთმა ამ დროში საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, ხოლო შემდეგ სომხეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას — გადასცემს თუ არა ქართველ მებრძოლს რუსეთს.
ცნობისთვის, გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები