ქებათა ქება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს — ევრობასკეტის მთავარი ანდერდოგი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მორიგი სენსაცია მოახდინა. მაშინ, როდესაც საკალათბურთო სამყარო საფრანგეთი vs სერბეთის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე წინასწარ საუბრობდა, საქართველომ და ფინეთმა გულშემატკივრებს დიდი სიურპრიზი მოუწყვეს და მოულოდნელობის ეფექტის გამო, მიმდინარე ტურნირი უფრო საინტერესო გახდა.
ამ გამარჯვებამ, შესანიშნავი მაგალითით კიდევ ერთხელ დაადასტურა: არასდროს უნდა იფიქრო, რომ რაიმე არ გამოვა. სათქმელად იოლია, საქმედ კი რთული. მაგრამ იმის რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია უკვე გამარჯვების ინსპირაციის წყარო ხდება.
ჟინი, რომელიც სხეულში ჩქეფს, მამოძრავებელია: მას მოაქვს თავდაჯერება, გაბედულება, მოქმედების თავისუფლება. მის გარეშე, წინსვლა შეუძლებელია,მოუსვენარ ჟინს, ყოველთვის გამარჯვებასთან მიჰყავხარ.
სპორტს აქვს უნარი, მკაფიოდ და ხმაურიანად დაადასტუროს მთელი ამ თეორიების სინამდვილე. როდესაც წარმოადგენ პატარა ქვეყანას, რომელიც ოლიმპიადის ვიცეჩემპიონს ეთამაშება, ან იჯერებ გამარჯვებას, ან დასაწყისშივე ნებდები. თუმცა, რატომ უნდა დანებდე? ჟინი თავისას არ იშლის, მობილიზდები და საკუთარ ძალებს 100%-ით იაქტიურებ.
ასეც მოხდა: საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ჯერ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, შემდეგ კი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი დავამარცხეთ. გუნდი, რომელმაც პარიზის ოლიმპიადის ფინალი კევინ დურანტით, ლებრონ ჯეიმსით, სტეფ კარით და სხვა ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ აშშ-ს ნაკრებთან წააგო.
არადა, საფრანგეთთან მატჩის დაწყებამდე, მეოთხედფინალში გასვლის სულ რაღაც 5%-იანი შანსი გვქონდა, ჩვენ კი 100%-ით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. უდავო ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო საუკეთესო მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებმაითამაშა.
საფრანგეთთან მატჩის მიმოხილვა
მთელი შეხვედრის განმავლობაში, საფრანგეთის გუნდი მდევრის როლში იმყოფებოდა. სტარტშივე, ჩვენს ნაკრებს ლიდერობდნენ თორნიკე შენგელია და კამარ ბოლდუინი და მათი ზუსტი სროლების დამსახურებით, უპირატესობა მოვიპოვეთ (ბოლდუინი 2025 წლის ევრობასკეტის 1/8 ეტაპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა). პირველი ტაიმის განმავლობაში, მეტოქე წინ მხოლოდ სტარტზე და შემდეგ, მე-2 მეოთხედში, ისიც დროებით, 2 ქულით დაწინაურდა. საერთო ჯამში, პირველი ტაიმი ანგარიშით 37:38 დასრულდა.
წინ მე-3 მეოთხედი გველოდებოდა, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის რთული იყო. ფრანგების დამაჯერებელმა, 4-ბურთიანმა დაწინაურებამ ქართველი ქომაგი ცოტათი დაძაბა, თუმცა შემდეგ, 4-5 წუთის განმავლობაში, მეტოქემ ქულა საერთოდ ვეღარ აიღო. ყველანი მივხვდით, ვარსკვლავური საფრანგეთის გაჩერება რომ შეგვეძლო.
გადამწყვეტი ფაზა მეოთხე მეოთხედში დადგა: 9 ქულით დავწინაურდით, თუმცა ფრანგებმა სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს. სწორედ ამ დროს, კაპიტანმა თავისი სიტყვა თქვა: მაშინ, როდესაც შეტევისთვის 2 წამზე ნაკლები გვქონდა დარჩენილი, შენგელიამ უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და დვწინაურდით (61:66). ფრანგებმა სტატუს-კვოს აღდგენა (68:68) მალევე მოახერხეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, შენგელიამ მორიგი ზუსტი სამიანი ისროლა. ეს იყო ორი ზუსტი სამიანი, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგი გადაწყვიტა. ფრანგები დაიბნენ, გატყდნენ, შეცდომებს უმატეს, ჩვენ კი ქულას ქულაზე ვამატებდით და საბოლოოდ, დამაჯერებელი ანგარიშით, 70:80 გავიმარჯვეთ.
პარალელურ რეჟიმში, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთს ამარცხებდა, ქომაგების ყურადღება კი ორად იყო გაყოფილი: ცალკე მოედანს, ცალკე კი რიგაში მიმდინარე შეხვედრის ანგარიშს აკონტროლებდნენ. უეცრად, მოედანზე შეკრებილმა პუბლიკამ სიხარულის ყიჟინა დასცა, თამაშის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამაც აღნიშნა: "ხიზანას ჩავუარე, მართლა მოვიგეთ-მეთქი? არ მჯეროდა, ბედნიერი ვარ, დღეს საქართველოს დღეა".
საქართველო ევრობასკეტის საუკეთესო 8 გუნდს შორისაა!
ემოციების, სიხარულისა და ეროვნული სიამაყის კორიანტელში, მორიგი მატჩისთვის მოვემზადეთ: როგორც მოგახსენეთ, ¼-ფინალში ფინეთს დავუპირისპირდებით. მატჩი 10 სექტემბერს, 18:00-ზე გაიმართება. ამბობენ, ფავორიტი ფინეთიაო, მაგრამ საქართველომ უკვე არაერთხელ თქვა თავისი სათქმელი და დაამტკიცა, რომ ნებისმიერი გუმდის დამარცხება შეუძლია. მით უმეტეს, ფინეთი ნამდვილად არ გახლავთ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის დონის ნაკრები და, შესაბამისად, ევრობასკეტის ნახევარფინალში თამაში აბსოლუტურად რეალისტურად (და არა ოპტიმისტურად) გვესახება.
ევრობასკეტის ნახევარფინალისკენ ვისწრაფით: რაღაც განსაკუთრებულის, თითქოს დაუჯერებლის მომსწრენი ვართ. ჟინი ხომ არ ცნობს უკან დახევას? და ჩვენც რატომ უნდა გავჩერდეთ
არ გაჩერდე, საქართველო.
დიდი გამარჯვება წინ გელოდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები