ირაკლი ზარქუა

9 Sep. 2025, 14:51

"მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლო-ბოლო მოხდა ის, რაც მოხდა, რაც უნდოდათ, ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან. სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა ქაჯები იდგნენ, რომლებიც იწყევლებიან და იგინებიან.

...გუშინ, რაც ვიხილეთ, არის იმის დემონსტრირება, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობთ, რომ ეს უსამშობლოები და მათი დამფინანსებლები სექტემბრიდან სიტუაციის გამწვავებას ელოდებიან. მერამდენე დღეა დგანან მმართველი პარტიის საარჩევნო უბანთან უსამშობლოების მიერ დაქირავებული ახალგაზრდები — ქალი, კაცი — არ აქვს მნიშვნელობა, ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ უშვერი სიტყვებით. რუსთაველზე 15-20 კაცი რომ იკრიბება, ვინმე ხელს უშლის? მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლო-ბოლო მოხდა ის რაც მოხდა — რაც უნდოდათ. ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან.
მოვუწოდებ საელჩოებს — სად არის ევროკავშირის ელჩი? ამ დღეების განმავლობაში რატომ არ დაგმე? აბა პირიქით გაგვეკეთებინა? ალბათ თქვენც იქ დადგებოდით, მათთან ერთად. ახლა ხმას რატომ არ იღებთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…