"ღმერთის ინფლუენსერი" — 15 წლის ასაკში გარდაცვლილი თინეიჯერი პირველი მილენიალი წმინდანი გახდა
ფოტო: Phil Galloway
"კომპიუტერის გენიოსად" ცნობილი იტალიელი მოზარდი, რომელიც 2006 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა, კათოლიკე ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ამდენად, 15 წლის ასაკში გარდაცვლილი კარლო აკუტისი პირველი მილენიალი წმინდანი გახდა.
ლონდონში მცხოვრებ იტალიურ ოჯახში დაბადებული აკუტისი ტექნოლოგიური უნარ-ჩვევებით გამოირჩეოდა — მან შექმნა ვებგვერდი, სადაც ევქარისტიული "სასწაულების" ისტორია იყო განთავსებული. ვატიკანის ცნობით, ვებგვერდით ათასობით ადამიანმა ისარგებლა, აკუტისს კი ამან "ღმერთის ინფლუენსერის" სახელიც მოუტანა.
იტალიის ქალაქ ასიზიში, აკლდამაში დასვენებული მოზარდის ცხედარს წმინდანისთვის უჩვეულო სამოსიც აცვია: სვიტრი, ჯინსები და სპორტული ფეხსაცმელი.
კარლო აკუტისის აკლდამა
ფოტო: Catholic Herald
კარლო აკუტისის ბეატიფიკაცია, ანუ ნეტარად შერაცხვა, ჯერ კიდევ 2020 წელს მოხდა — მას შემდეგ, რაც, ეკლესიის მტკიცებით, მის სახელზე ლოცვამ ბრაზილიელი ბიჭი იშვიათი დაავადებისგან განკურნა. საეკლესიო კანონიკით, წმინდანად შერაცხვისთვის, საჭირო იყო კანდიდატის მიერ მოხდენილი კიდევ ერთი "სასწაულის" არსებობის დადასტურება. მას მერე კი, რაც ეს მოხდა, გასული წლის ივლისში, რომის წინა პაპმა, ფრანცისკემ, აკუტისის წმინდანად შერაცხვა ბრძანა.
ფოტო: Alamy
მოზარდის კანონიზაციის ცერემონია, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის ახალი მეთაური, პაპი ლეო XIV უძღვებოდა, სულ ახლახან, 7 სექტემბერს შედგა ვატიკანში. ცერემონიაზე დასასწრებად, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყო ბიჭის დედა, ანტონია სალცანო აკუტისი, რომლის თქმითაც, ოჯახში კარლო პირველი წმინდანი არ არის — მე-19 და მე-20 საუკუნეებში მათი ორი წინაპარი, რომლებიც მონაზვნები იყვნენ, ასევე შერაცხეს წმინდანებად.
ვატიკანში შეკრებილებს შორის იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც, მათივე თქმით, კარლოსთან განსაკუთრებულ "სიახლოვეს" გრძნობენ.
"ჩვენნაირი იყო, ჩვეულებრივი მოზარდი ბიჭი, რომელსაც მსგავსი ინტერესები ჰქონდა", — აღნიშნავს ერთ-ერთი, — "სპორტი და ინტერნეტი უყვარდა. ასე რომ, იგი თანამედროვე ახალგაზრდობას წარმოადგენს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები