შემოსავლის დამატებითი წყარო ჩემს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს — ბაქარ ჭყოიძე
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს. მათ შორისაა სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამები. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია 2022 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება აგროსფეროს ბაზებზე. აღნიშნული პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
აგროსფერომ წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. შერჩეულ სტუდენტთა შორის მოხვდა ბაქარ ჭყოიძეც, რომელიც მექანიკის ინჟინერიას შეისწავლის.
ბაქარ, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ აგროსფეროს სტიპენდია და როგორ დაგეხმარებათ ის პროფესიულ განვითარებაში?
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ ჩვენ, როგორც კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხელი სახელმწიფო სტიპენდიებზე არ მიგვიწვდება.
პირადად მე, ის ბევრ რამეში დამეხმარება და საბოლოოდ, შემოსავლის დამატებითი წყარო ჩემს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. გარდა ამისა, აგროსფეროში პრაქტიკის გავლასაც ვაპირებ. კომპანიამ უკვე მიმასპინძლა და მისი საქმიანობის სფეროებიც გამაცნო.
როდის და რატომ დაინტერესდით მექანიკის ინჟინერიით?
ვერ ვიტყვი, რომ მექანიკის ინჟინერიამ თავიდანვე დამაინტერესა, თუმცა სწავლის პროცესში მეტი ინფორმაციის მიღებისა და სფეროში არსებული მოთხოვნების უკეთ გაცნობიერების შემდეგ, მივხვდი, ეს მიმართულება პერსპექტიული იქნებოდა. ახლა უკვე დასაქმებულიც ვარ და ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე კარგად მოვერგებოდი ამ საქმიანობას.
როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარებ და კიდევ მეტად გავიღრმავებ ცოდნას. ამჟამად კი უფრო სამსახურზე ვარ ორიენტირებული. აქ შეძენილი გამოცდილება ძალიან მეხმარება პროფესიულ ზრდაში, ერთდროულად ვახერხებ პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღებას.
და ბოლოს, რას მიიჩნევთ სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად საქართველოში?
ბევრი ფერმერი გეტყვით, რომ ფინანსების არარსებობის გამო მეურნეობის ზრდას ვერ ახერხებს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ თუ ფერმერს თავისი საქმიანობის განვითარება და მეურნეობაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა სურს, ის შესაბამის ფინანსებსაც მოიპოვებს და ამისთვის საჭირო ინფორმაციასაც. საქართველოში არსებული სირთულეების მიუხედავად, წარმატებისთვის მთავარი სწორედ სურვილი და აგრომეურნეობისადმი სწორი დამოკიდებულება მგონია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები