დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე საქართველოში პირველად აღინიშნა
ფოტო: DMD GEORGIA
7 სექტემბერს, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. თარიღი საქართველოში წელს პირველად, მშობელთა ასოციაციის ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას ორგანიზებით ჩატარდა.
ამავე დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა კამპანიის ფერებში განათდა. ასევე, ღონისძიების დასასრულს, პაციენტებმა, მშობლებმა და მხარდამჭერებმა, სიმბოლურად, წითელი ბუშტებიც გაუშვეს.
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით საქართველოში 100-მდე პაციენტია რეგისტრირებული. მკურნალობის მეთოდები საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და პაციენტების ოჯახებს მათი დაფარვის შესაძლებლობა არ აქვთ. მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვისა და დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის, აუცილებელია მკურნალობა, რადგან დროული მედიკამენტური და მეთოდური ჩარევა საგრძნობლად ზრდის დაავადების ეფექტურად მართვის შანსებს.
როგორც მშობელთა ორგანიზაციის წამომადგენლები აღნიშნავენ, მსოფლიო ბაზარზე უკვე არსებობს ახალი მედიკამენტები, რომელთა დახმარებითაც, შესაძლებელია პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და მათი სიცოცხლის გახანგრძლივება .
“წელს მსოფლიო ბაზარზეც ჩნდება ახალი მედიკამენტები, კვლევები, რომლებიც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი შვილების სიცოცხლე უკეთესობისკენ შეიცვლება, მათი სიცოცხლე გახანგრძლივდება. ჩვენი მოთხოვნაც ესაა, რომ დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების დაფინანსება და მათთვის ყოველი წელი იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი,“ — აღნიშნავს თაკო გოგალაძე, მშობელთა ორგანიზაცია — ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას თავმჯდომარის მოადგილე.
მშობელთა ორგანიზაციამ შექმნა პეტიციაც, რომლითაც პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციას მიმართავენ და ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტების დაფინანსებას სთხოვენ.
7 სექტემბრის ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძეც. მისი თქმით, სახელმწიფო იშვიათი დაავადებების მიმართულებით აქტიურად მუშაობას განაგრძობს.
“ჩვენი დასწრება გამოწვეულია იმით, რომ ამ მშობლების სურვილი მივიტანოთ სამინისტრომდე, რომ მაქსიმალურად დროულად გავამახვილოთ ყურადღება იმ ბავშვებზე, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, ის მედიკამენტები, რომლებიც გაჩნდა მსოფლიო ბაზარზე, იქნება შეფასებული სათანადოდ ჩვენი სახელმწიფოს მიერ და შემდეგ შემოტანილი იქნება სამკურნალოდ,“ — აღნიშნავს ზაზა ლომინაძე.
დუშენის კუნთოვანი დისტროფია პროგრესირებადი, იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ბიჭებში გვხვდება. დაავადებული პაციენტები კარგავენ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს და, დროთა განმავლობაში, გულის, სუნთქვისა და ყლაპვის პრობლემები უვითარდებათ.
სტატისტიკურად, ყოველი 5 000 ბიჭიდან 1 დუშენის კუნთოვანი დისტროფიით იბადება. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზი ოფიციალურად 300,000 ადამიანს აქვს დადასტურებული.
პროცესის ეფექტურად მართვისთვის, შეიქმნა მშობელთა ორგანიზაცია: ერთად ვებრძოლოთ დუშენის კუნთოვან დისტროფიას, რომელიც დაკომპლექტებულია ამ იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების მშობლებისგან. გარდა ამისა, ერთი წელია აქტიურად ტარდება საინფორმაციო კამპანია — მივცეთ ძალა, რომლის მიზანია დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და ინფორმირება სიმპტომების, დიაგნოსტირების პროცესისა თუ პაციენტთან სირთულეების შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები