რასა იუკნევიჩიენე

10 Sep. 2025, 14:50

"ზოგადი სიტუაცია გაუარესებულია და კიდევ უფრო გაუარესდება. როგორც მესმის, მმართველი პარტიიდან არ არის არანაირი თანხმობა იმაზე, რომ რაიმე არასწორს აკეთებენ. პირიქით, ისინი ცდილობენ დიქტატურის, ავტოკრატიის დამყარებას და ამას რუსულ, კრემლის სტილში აკეთებენ. ტიტუშკები ამ ყველაფრის ნაწილია. ასე, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ, მაგრამ გაკვირვებული არა — ეს მოსალოდნელი იყო. ისინი გამოიყენებენ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, როგორც კრემლი, ლუკაშენკო და სხვა დიქტატორები იყვნენ ქვეყნებში, სადაც რუსული სტილის ბიძინა ივანიშვილს არასდროს სურდა ან ფიქრობდა, ან მიზნად ისახავდა ევროკავშირში გაწევრიანებას, ან ევროპული ცხოვრების სტილს, მაგრამ ხალხის ნების გათვალისწინებით ისინი მანიპულირებდნენ და მალავდნენ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებით. დღეს მათ ყველა კარტი გახსნეს — ნიღბებიც ჩამოხსნილია. ისინი აკეთებენ იმავეს, რასაც ადრე — მხოლოდ ახლა ღიად. მათი ინტერესია ქვეყნის ხელში ჩაგდება, რასაც აკეთებენ, რადგან ხვდებიან, რომ ევროპული გზა გულისხმობს დემოკრატიას, ხელისუფლების ცვლას.

დემოკრატია ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ახლა ხდება საქართველოში, ამიტომაც უნდათ მათ ხელისუფლების შენარჩუნება. კრემლიც დაინტერესებულია ამით, შესაძლოა ჩინეთიც, ირანიც."

თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ Euroscope-თან საუბრისას და ბოლო დღეებში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…