AI -ის გამოყენება ბიზნესში — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
რაც დრო გადის, ხელოვნური ინტელექტის შესახებ უფრო და უფრო მეტს მსჯელობენ. ბევრიც ამჩნევს, რომ ეს ინოვაცია ტექნოლოგიური სამყაროს საზღვრებს გასცდა და ბიზნესის დღის წესრიგში თავი დაიმკვიდრა. თუმცა, ბევრს ჯერ კიდევ აინტერესებს, როგორ შეიძლება მისი გამოყენება საქმიანობაში, განსაკუთრებით კი — მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურობაში.
ამაზე პასუხი საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის Cluster Product Owner-მა ტატა მომცელიძემ უკვე გასცა. მან, პლატფორმა „ბიზნეს 360“-ის ფარგლებში, AI-ის გამოყენებაზე ორი ვორკშოპი გამართა. ღონისძიებებმა 4B-ის სივრცეში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია — მონაწილეები სხვადასხვა სექტორებიდან, ცოცხალი დისკუსიებითა და შეკითხვებით ცდილობდნენ, გაეგოთ, როგორ შეიძლება გენერაციული მოდელები მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდეს.
რატომ იყო ვორკშოპი ასეთი მოთხოვნადი?
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფორმაციის პრაქტიკული ფორმით მიწოდება იყო.
"ინტერნეტში AI-ზე უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ის ხშირად ფრაგმენტულია და ზედმეტად ტექნიკური. ბიზნესს კი კონკრეტული მაგალითები და მარტივი განმარტება სჭირდება — როგორ შეიძლება ეს ინსტრუმენტი მათ საქმეში გამოიყენონ“, — აღნიშნავს ტატა.
მიზანი — დავამსხვრიოთ მითები
ვორქშოპის მთავარი ამოცანა იყო, ეჩვენებინა ის, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დიდი ორგანიზაციების პრივილეგია არ არის. ტატას ხედვით, პირიქით, ყველაზე დიდ სარგებელს ის მცირე და საშუალო ბიზნესს მოუტანს.
"AI შეიძლება გახდეს თქვენი მაღალკვალიფიციური ასისტენტი ფინანსებში, იურიდიულ საკითხებში, მარკეტინგში, IT-ში — იქ, სადაც მცირე ბიზნესს ცალკე სპეციალისტის დასაქირავებლად რესურსი არ აქვს.“
ოთხი ნაბიჯი AI-ის გასაგებად
ტატა მომცელიძის ვორქშოპი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი
1. AI-ის განვითარების მოკლე ისტორია;
2. სამი პოპულარული გენერაციული მოდელის — ChatGPT, Claude და Gemini — შედარება და პრაქტიკული დემო.
3. პრომპტის (კითხვების სწორად ფორმულირების) ტექნიკები;
4. AI-ისუსაფრთხო გამოყენების წესები და რისკების გაცნობიერება.
მონაწილეებმა საკუთარი თვალით ნახეს, რამდენად განსხვავდება ენობრივი მოდელების პასუხები სწორი და არასწორი დავალების შემთხვევაში და რატომ არ უნდა გააზიარონ კონფიდენციალური ინფორმაცია მოდელებთან მუშაობისას.
სპიკერი აღნიშნავს, რომ ვორქშოპს ესწრებოდნენ როგორც AI-ის გამოცდილი მომხმარებლები, ისე ისინიც, ვინც ამ ტექნოლოგიას პირველად გაეცნო. მონაწილეები იყვნენ საბროკერო, მარკეტინგის, სამედიცინო, საცალო და IT სექტორებიდან. დისკუსიები მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ხოლო უკუკავშირი — განსაკუთრებულად პოზიტიური.
AI საქართველოს ბანკი ყოველდღიურობაში
როგორც მონაცემთა ანალიტიკის გუნდის წევრი, ტატა AI-ს თითქმის ყველა პროექტში იყენებს — რთული ტექნიკური დოკუმენტების გასაგებად, ინფორმაციის სწრაფად მოსაძებნად და სამუშაო პროცესის დასაჩქარებლად.
"ბოლო პერიოდში ჩემს გუნდთან შემოსული პროექტების უმეტებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვასრულებთ, თუმცა გენერაციულ მოდელებს ძალიან ხშირად პირადი დავალებების შესრულებისთვისაც ვიყენებ. ახლა Google-ით ბევრად იშვიათად ვსარგებლობ — AI მოდელს ვაძლევ დავალებას და ის პოულობს, მიჯამებს და ფილტრავს საჭირო ინფორმაციას“, — ამბობს ტატა.
პრაქტიკული რჩევები
ტატა მომცელიძემ ვორკშოპის მონაწილეებს არაერთი რჩევა გაუზიარა. მათ შორის, ახალბედებს რეკომენდაცია მისცა, არ შეჩერდნენ მხოლოდ ChatGPT-ზე, სცადონ სხვა მოდელებიც, როგორებიცაა Claude, Gemini, Perplexity, Grok, ან ვიზუალური მოდელები:Midjourney და Sora.
"ყველა მოდელს თავისი უნიკალურობა აქვს, მთავარია, იპოვოთ ის, რაც თქვენს ბიზნესს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამასთან, დაიწყეთ მარტივი დავალებებით და მოდელს ხშირად ესაუბრეთ. დროთა განმავლობაში ის უკეთესად მოერგება თქვენს საჭიროებებს და აღარ დაგჭირდებათ ყოველ ჯერზე დავალების თავიდან ახსნა“, — განმარტა სპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ბიზნეს 360° კი აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
ვორკშოპები პერიოდულად სხვადასხვა თემაზე იმართება, ხელოვნური ინტელექტის საკითხი კი საქართველოს ბანკისთვის, როგორც ინოვაციების მხარდამჭერი ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი ვორქშოპის ჩატარების გამოცდილება, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა სფეროზე. იმედი მაქვს, რომ დამსწრეებმაც გაიზიარეს ყველა ის დადებითი ემოცია რაც მე ამ ორი დღის განმავლობაში მივიღე“, — დასძენს ტატა მომცელიძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები