მარკ რუტე: "მოკავშირეები მზად არიან NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვან"
NATO-ს გენერალურმა მდივანი, მარკ რუტე ეხმაურება რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას და განაცხადა, რომ "მოკავშირეები მზად არიან დაიცვან NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი". რუტემ ასევე ისაუბარა NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი ამოქმედებაზე და განაცხადა, რომ "ჯერ ინციდენტის სრულმასშტაბიანი შეფასება მიმდინარეობს".
განცხადების ბოლოს NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ უკრაინის დაცვას, რადგან მისი უსაფრთხოება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ყველას კეთილდღეობასთან.
"გუშინ ღამით რუსეთიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონები შეიჭრა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა და წარმატებით უზრუნველყო NATO-ს ტერიტორიის დაცვა, როგორც ამას მისი დანიშნულება ითვალისწინებს. პროცესში ჩართულნი იყვნენ რამდენიმე მოკავშირეები: პოლონეთის F16-ები, ნიდერლანდების F35-ები, იტალიის "AWACS"-ები, NATO-ს მრავალფუნქციური საწვავის შემვსები სატრანსპორტო საშუალებები და გერმანიის "Patriot"-ები. მე ვაფასებ მფრინავებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სწრაფად და პროფესიონალურად მოახდინა რეაგირება.
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დღეს დილით განიხილა ვითარება, პოლონეთის თხოვნით, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე გამართულ კონსულტაციებზე. მოკავშირეებმა გამოხატეს სოლიდარობა პოლონეთთან და დაგმეს რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევა. ინციდენტის სრულმასშტაბიანი შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა ცხადია, რომ ეს დარღვევა გამონაკლისი შემთხვევა არ არის.
უმაღლესი მთავარი სარდალი გააგრძელებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის მდგომარეობის აქტიურ მართვას მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე. მოკავშირეები მზად არიან დაიცვან NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩვენი საჰაერო თავდაცვა კი მუდმივად მზადყოფნაშია.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს NATO-ს მნიშვნელობასა და იმ გზას, რომელზეც მოკავშირეები შეთანხმდნენ წლეულს ჰააგაში გამართულ სამიტზე. საჭიროა მეტი ინვესტიცია თავდაცვაში, თავდაცვის წარმოების გაძლიერება, რათა გვქონდეს საკმარისი რესურსი თავდაცვისთვის. აგრეთვე უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან მისი უსაფრთხოება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ჩვენთან.
დასასრულს ვიტყვი, რომ რუსეთი აწარმოებს სახიფათო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მოკავშირეები მზად არიან გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინისთვის რუსეთის ესკალაციის ფონზე," — განაცხადა რუტემ.
რუტეს განცხადებას, NATO-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტეკერიც გამოეხმაურა X-ზე: "ჩვენ ვდგავართ NATO-ს მოკავშირეებთან ერთად საჰაერო სივრცის დარღვევის წინაშე და დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს".
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პოლონეთის სამხედრო ძალებმა საკუთარი საჰაერო სივრცეში შეჭრილი რამდენიმე რუსული დრონი ჩამოაგდეს, ვარშავამ NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი აამოქმედა, რათა მოკავშირეებთან კონსულტაციები გამართოს.
- პოლონეთმა თავის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრა აგრესიის აქტად შეაფასა — საერთაშორისო გამოხმაურებები
- რას გულისხმობს NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც ვარშავამ აამოქმედა
ცნობისთვის, პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვია. სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე საფრთხის შემცველი დრონი ჩამოაგდეს. ბოლო ინფორმაციით, პოლონეთმა მათ საჰაერო სივრცეში შესული 19 დრონიდან 4 ჩამოაგდო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები