ბეტონის კედელი ფეხბურთელების გარდა, სავარაუდოდ, UEFA-ს სტანდარტებსაც უქმნის საფრთხეს
ზუგდიდის მერიის დაფინანსებით, ქალაქში UEFA-ს მესამე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი შენდება, რომელიც თითქმის დასრულებულია. თუმცა, ოფიციალური დასკვნის არ არსებობის მიუხედავად, სტადიონი, შესაძლოა, მესამე კატეგორიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოედანს, სარეკლამო ბანერებისთვის, ბეტონის კედელი შემოავლეს, რაც ფეხბურთელების უსაფრთხოებისთვისაც პრობლემაა. ზუგდიდის მერია აცხადებს, რომ პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეუთანხმა, ფედერაციაში კი საპირისპიროს ამტკიცებენ.
უეფა-ს ოთხი კატეგორიის სტადიონების სტანდარტი აქვს. ზუგდიდის მერიას მესამე კატეგორიის სტადიონის გახსნის პრეტენზია აქვს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსის, მამუკა კვარაცხელიას განმარტებით, ამ კატეგორიის სტადიონის მოედანი, აუცილებლად უნდა იყოს 105 მეტრი სიგრძისა და 68 მეტრი სიგანის.
კვარაცხელიას თქმით, ფეხბურთის ფედერაციას სტადიონის მშენებლობაში ჩარევის უფლება არ აქვს. მისივე თქმით, ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში, კომისია ჩავა, შეისწავლის და შესაბამის დასკვნას დაუდებს ფედერაციას, რომელი კატეგორიის სტადიონია ის და საქართველოს რომელი ლიგის მატჩები შეიძლება გაიმართოს. არა ოფიციალურად, თუმცა მამუკა კვარაცხელია ზუგდიდში იმყოფებოდა. მისი თქმით, პირველადი დაკვირვებით, სტადიონი მესამე კატეგორიის სტანდარტებში ვერ ჯდება.
"ყველა სტადიონზე ვარ ევროპის ნამყოფი, პირველად ვნახე ასეთ რამ", - ასე პასუხობს მამუკა კვარაცხელია On.ge-ს კითხვას ბეტონის კედელთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კედელი მინდვრის საზღვრებიდან აუცილებელად 6 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, ახლა კი მხოლოდ 4 მეტრია. კვარაცხელია, ასევე, ამბობს, რომ კედლის გამო, სტადიონმა, შესაძლოა, მხოლოდ უეფა-ს მეორე კატეგორიის სტანდარტები დააკმაყოფილოს:
"მეორე კატეგორიის სტადიონი შესაძლებელია იყოს სიგრძე 100 მეტრი და სიგანე 64 მეტრი."
ზუგდიდის მერია კი ამტკიცებს, რომ სტადიონის პროექტი მომზადებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შედგენილია უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად და შეთანხმებულია ფეხბურთის ფედერაციასთან. მერიამ დოკუმენტიც გაასაჯაროვა, რომელიც მათი თქმით, სტადიონის პროექტის შესწავლისა და კვალიფიციური დასკვნის შესახებ გადაწყვეტილებაა და მას ხელს აწერს დომენტი სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტი.
"სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების შესაბამისად და დებულებით განსაზღვრული უსაფრთხოების წესების დაცვით შენდება."
მამუკა კვარაცხელია დარწმუნებულია, რომ ბეტონის მონგრევის შემთხვევაში, სტადიონის ზომებს და უსაფრთხოების სტანდარტს ეშველება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს ოფიციალური დასკვნა არ არის:
"გასახდელია, სამსაჯოა, და ა.შ. მთავარი სტადიონი არ არის [მნიშნველოვანი]. არის რაღაც რაღაც დარღვევები, მაგრამ გამოსწორებადია და ვუთხარი კიდეც."
მამუკა კვარაცხელიას თქმით, უეფა-ზე პირველი და მეორე ტურის მოგების და პლეიოფში გასვლის შემთხვევაში, გუნდს შეუძლია მესამე კატეგორიის სტადიონზე ითამაშოს. აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდებს პირველი ტურის გადალახვაც უჭირთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები