TI: 2024 წელს 308-მა თანამდებობის პირმა ₾22 მლნ-ის საჩუქრები მიიღო — ვინაა 10 მაღალჩინოსანი, რომლებმაც ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები მიიღეს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ" (TI) სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 6, 000-მდე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, თუ რა მოცულობის საჩუქრები მიიღეს 2024 წელს შევსებული დეკლარაციების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2024 დეკემბრიდან 2025 წლის ივნისამდე თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდი "ტექნიკური ხარვეზის" საბაბით გათიშული იყო და შევსებული დეკლარაციების ნახვის და შესწავლის შესაძლებლობა არ გვეძლეოდა.
TI-ს ცნობით, 2024 წელს 308-მა თანამდებობის პირმა აღნიშნა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღება, ჯამში, 22 მლნ ლარის ოდენობით.
- ნაღდი ფულის სახით 16 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად მიიღეს ასევე 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6 იარაღი.
- საჩუქრების 72% (16 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს.
- მაღალი თანამდებობის პირებიდან 100,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თბილისის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ.
- ყველაზე მეტი საჩუქარი ჯამური ღირებულებით 4.5 მლნ ლარის ოდენობით პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს. პარლამენტის წევრებმა 2.4 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს, შსს-ს თანამშრომლებმა 2 მლნ ლარის, მოსამართლეებმა კი 1.3 მლნ ლარის
TI-ს ცნობით, 2023 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა — 150,000 ლარი, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ — 100,000 დოლარი (ბინა), იუსტიციის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა — 160,000 ლარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ — 60,000 დოლარი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ — 50,000 დოლარი. ყველა მათგანმა საჩუქარი ოჯახის წევრისგან მიიღო.
10 თანამდებობის პირი, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:
გიორგი შაფათავა
(საქართველოს პროკურატურა, თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი)
გიორგი შაფათავამ 1,012,000 დოლარი (2023 წლის ლარის საშუალო კურსით 2,661,600 ლარი) მიიღო საჩუქრად. 870,000 დოლარი მამისგან მიიღო, ხოლო 142,000 დოლარი დისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მამისგან საჩუქარი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღო.
ირაკლი კირცხალია
(საქართველოს პარლამენტის წევრი)
ირაკლი კირცხალიამ 2023 წელს 250,000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. ასევე, მამისგან მიიღო საჩუქრად 185,900 დოლარი და 137,000 ლარი ფულადი თანხა. დისგან მიიღო 1,714 დოლარი ფულადი თანხა. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, ირაკლი კირცხალიამ 1.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო.
ვახტანგ ბააკაშვილი
(სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტო", ხელმძღვანელის პირველი მოადგილე)
ვახტანგ ბააკაშვილის მეუღლემ თინათინ მეგრელიშვილმა მამისგან 295,000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 775,800 ლარია.
ხათუნა თოთლაძე
(საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე)
ხათუნა თოთლაძემ 250,000 დოლარი მიიღო დედისგან, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 657,500 ლარია.
დავით წერეთელი
(თბილისის საქალაქო სასამართლო, მოსამართლე)
დავით წერეთელმა 2023 წელს 156,000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 410,000 ლარია.
ლევან გამყრელიძე
(ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი)
ლევან გამყრელიძემ 150,000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 395,000 ლარია. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიიღო.
ზურაბ პატარაძე
(საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
ზურაბ პატარაძემ 75,000 დოლარი ფულადი თანხა მეუღლის დედისგან მიიღო, ხოლო 65,000 დოლარი დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ორივე თანხა უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, ზურაბ პატარაძემ 368,000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო.
სანდრო ცაბუტაშვილი
(შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი)
სანდრო ცაბუტაშვილმა დისგან მიიღო 142,500 ლარის და 17,640 დოლარის ფულადი თანხა. 70,000 ლარი სიმამრისგან მიიღო (მითითებულია, როგორც საქორწინო საჩუქარი). მისმა მეუღლემ ელენე ჯიხვაშვილმა მამისგან მიიღო 63,000 ლარის, 10,100 ევროს და 1,200 დოლარის ფულადი თანხები. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, სანდრო ცაბუტაშვილმა და მისმა მეუღლემ 353,000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღეს.
ვეფხია ლომიძე
(თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე)
ვეფხია ლომიძემ მეუღლე ნინო ჯინჭარაძისგან 300,000 ლარის ღირებულების სარდაფი (კომერციული ფართი) მიიღო საჩუქრად.
დავით ზილფიმიანი
(საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი)
დავით ზილფიმიანმა შვილიშვილისგან 105,000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 276,000 ლარია.
როგორც TI წერს, უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება.
2024 წელს თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 6000-მდე საჯარო მოხელემ შეავსო. 2024 წელს შევსებულ დეკლარაციებში 2023 წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრებია მითითებული, საიდანაც ირკვევა, რომ 308-მა თანამდებობის პირმა 2023 წელს 22 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო.
წაიკითხეთ სრულად აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები