"თბილისობისთვის" მოსამზადებელი სამუშაოების გამო, დედაქალაქის უმეტეს ნაწილში მოძრაობა შეიზღუდება
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქში "თბილისობის" ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე, ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის 14:00 საათიდან 14 სექტემბრის 23:30 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია — გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე.
ასევე, მერიის ინფორმაციით, 15 სექტემბრის 00:15 საათიდან 23 სექტემბრის 23:00 საათამდე სრულად შეიზღუდება მოძრაობა მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიის ქუჩაზე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარედ — გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე.
"შეზღუდვის პერიოდში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით შეძლებენ. ხოლო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოხვედრა შესაძლებელი იქნება, ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.
18 სექტემბრის 23:00 საათიდან 23 სექტემბრის 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება აბანოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალის, ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.
17 სექტემბრის 00:15 საათიდან 23 სექტემბრის 23:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე, ასევე, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ევროპის მოედნის მიმართულებით ამომსვლელ პანდუსზე.
ამ დროს, გორგასლის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმავალი ავტომობილები მოძრაობას გააგრძელებენ როგორც სანაპიროს მიმართულებით, ასევე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზისა და თუმანიანის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით. რა დროსაც, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალის, ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.
აღნიშნულ პერიოდში, ცვლილებები განხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში. კერძოდ, მშრალი ხიდის შეზღუდვისას, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მიმავალი N320 და N323 ავტობუსების მარშრუტები, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას გააგრძელებენ - ლევ ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან კოსტა ხეთაგუროვის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი დაუკავშირდებიან კოსტა ხეთაგუროვის და ჯავახიშვილის ქუჩებს. შემდეგ, ავტობუსის N320 მარშრუტი, გოგიბერიძის ქუჩის გავლით, მოხვდება ზაარბრიუკენის მოედანზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით, N323 მარშრუტი, კი გააგრძელებს სვლას ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით.
ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი N536 და N550 მიკროავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას გააგრძელებენ ლევ ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან კოსტა ხეთაგუროვის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით. უკუმიმართულებისას, N536 მარშრუტი ბარათაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, ნოე ჟორდანიას სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება კოსტა ხეთაგუროვის და ჯავახიშვილის ქუჩებს, რის შემდეგ გოგიბერიძის ქუჩით ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდება და იმოძრავებს დადგენილი სქემით. N550 მარშრუტის მოძრაობის სქემა უკუმიმართულებისას უცვლელი დარჩება.
ევროპის მოედნის მიმართულებით შეზღუდვის პერიოდში მოძრავი ავტობუსის N301, N310, N331, N345, N350 და N371 მარშრუტები, გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით და თავისუფლების მოედნიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. იტალიის და ვირსალაძის ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვისას, ავტობუსების N326, N342, N331 და N397 მარშრუტები ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის და პუშკინის ქუჩების გავლით," — წერია ინფორმაციაში.
"თბილისობის" დღესასწაული წელს 20-21 სექტემბერს გაიმართება. გარდა სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიებისა, 20 სექტემბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
ცნობისთვის, "თბილისობის" დღესასწაულისთვის მერია გამარტივებული შესყიდვით 3 439 500 ლარის დახარჯვას გეგმავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები