რით გამოირჩევა ღორი სხვა სასოფლო სამეურნეო ცხოველებისგან
ფოტო: krumanop/shutterstock
ღორის ხორცს მსოფლიო ბაზარზე თითქმის წამყვანი პოზიცია უკავია და მისი წილი დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. მსოფლიოში არსებული ღორების თითქმის ნახევარი კი ჩინეთში ჰყავთ, შესაბამისად ეს ქვეყანა ღორის ხორცის ყველაზე დიდი მწარმოებელია.
გაინტერესებთ კიდევ რით გამოირჩევა ღორი, სხვა სასოფლო სამეურნეო ცხოველებისგან?
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ღორები ხშირად და მარტივად მრავლდებიან.
ფოტო: Slavko Sereda / Shutterstock
გემრიელ კერძებსა და სამზარეულოს რომ თავი დავანებოთ, აგრობიზნესში დასაქმებული ფერმერისთვის ღორების მოშენება მთლიანად მომავალში მიღებულ მოგებასთან არის დაკავშირებული, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ღორი სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისგან თავისი სწრაფი გამრავლების უნარით გამოირჩევა.
ღორი - ფერმერის წარმატების ინდიკატორი
ფოტო: patarapong saraboon / Shutterstock
მაგალითად, თუ ერთი დედალი ღორი 18 თვის მანძილზე, ორჯერ გამრავლდება და თითო ჯერზე 8-12 გოჭს მოიგებს, წლინახევრის ბოლოს თქვენს ფერმაში მინიმუმ 16 ღორი იცხოვრებს, რომელთა წონაც ექვსი თვის ასაკში უკვე 100 კილოზე მეტი იქნება (ჯიშის მიხედვით), ჯამში კი გამოდის, რომ თქვენ ორ ტონამდე ხორცს აწარმოებთ, რაც თქვენთვის, როგორც ფერმერისთვის ნამდვილად გამოდგება უტყუარ წარმატების ინდიკატორად.
შემგუებლობა
ფოტო: Janis Susa / Shutterstock
ღორები ადვილად ეგუებიან განსხვავებულ კლიმატურ პირობებსაც და არც მათი გამოკვებაა განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული, რადგან ისინი თითქმის ყველაფერს მიირთმევენ, როგორც ოჯახური მეურნეობის ნარჩენებს, ასევე ცხოველური წარმოშობის საკვებსა და ტყეში მოპოვებული არაერთი ველური მცენარის ნაყოფს.
კლასიფიცირება
ფოტო: GITTI.NUNCHO / Shutterstock
სოფლის მეურნეობაში დასაქმებამდე და ღორების მოშინაურებისას უმჯობესია თავიდანვე განსაზღვროთ თქვენი მიზნები, რადგან როგორც წესი ღორებს რამდენიმე კრიტერიუმით განასხვავებენ: სახორცე, საბეკონე და საქონე.
ბაზრის მოთხოვნა
ფოტო: Sloniki / Shutterstock
წყვილჩლიქოსანთა შორის, მსოფლიოში ყველაზე მეტს, ღორის ხორცს მოიხმარენ. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2016 წელს, მსოფლიოს ერთ მოქალაქეზე, საშუალოდ, 12,3 კილოგრამი ღორის ხორცის მოხმარება მოდის. შედარებისთვის, იგივე მაჩვენებელი საქონლის ხორცის შემთხვევაში 6,5 კილოა, ხოლო ცხვრის - 1,7. ხორცის მოხმარების სტატისტიკაში ღორს მხოლოდ ფრინველები უსწრებენ - 13,8 კილოგრამით.
ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსხვავებული ტიპის ღორებს შორის სწორი არჩევანის გაკეთება, უსაფრთხოებისა და ყველა სხვა სამედიცინო რეკომენდაციების დაცვა, წარმატებული ბიზნესის საწინდარია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები