"წერენ, რომ არ ვითანამშრომლეთ, რაც აბსურდია. გუშინ 4 საათი ვიყავით მე და ადვოკატი გამოკითხვაზე" — ქეთი ალავერდაშვილი შსს-ს პასუხობს
"4 საათი ვისხედით მე და ადვოკატი გამოკითხვაზე და თითოეულ დეტალს გავდიოდით," — ასე პასუხობს კახა კალაძის შტაბთან გამართული აქციების მონაწილე ქეთი ალავერდაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ დაზარალებულებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს და "შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის [მათ შორის ზაზა მამალაძის] პასუხისგებაში მიცემა"
ქეთი ალავერდაშვილის განცხადებით, არსებობს კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ზაზა მამალაძე აქტიურად არის ჩართული ძალადობრივ ქმედებებში.
"ეს ადამიანი დაკავებული იყო არა ჩემზე ძალადობის ბრალდებით, არამედ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით და ჩემი კადრის გარდა არსებობს ძალიან ბევრი კადრი, სადაც ის ძალადობრივ ქმედებებში ძალიან აქტიურად არის ჩართული. მე არ მითქვამს ტყუილი, არ მითქვამს ის, რომ განვიცადე ფიზიკური ტკივილი ამ დარტყმის შედეგად და რადგან ფიზიკური ტკივილი არ განვიცადე ისინი აღარ აპირებენ სისხლის სამართლის საქმე აღძრან ამ კონკრეტულ "ქეისში", გასაგებია, მაგრამ სხვა "ქეისებს" რას ეშვებით, სადაც ეს კაცი აქტიურობს მე არ მესმის. მარტო ჩემს ტკივილზე ხომ არ არის აქ, მე ამ პოსტით უბრალოდ იმასაც გავუსვი ხაზი, რომ მე არ მომიტყუებია და პარალელურად ვამხილე ის ირაკლი დგებუაძეც, იმას საერთოდ არ სტკენია მეთქი.
გუშინ 4 საათი ვისხედით მე და ადვოკატი გამოკითხვაზე და თითოეულ დეტალს გავდიოდით, ისეთი დეტალებიც კი განიხილეს ვიდეოში, მაგალითად დარტყმის შედეგად თავი, რომ გავწიე, დარტყმის ძალის გამო გავწიე თუ აცილებას ვაპირებდი იმ დარტყმულის, რაღაცამ თავის ზემოთ გაიფრიალა ამ დარტყმის შედეგად და ნივთი ხომ არ დაკარგეთო, თითოეულ დეტალს ეკირკიტებოდნენ და ჩვენც ვცემდით პასუხებს, დიდი ხანი მიდიოდა ეს გამოკითხვა, ტექსტის შედგენის პროცესი, გარემოს აღწერის პროცესი, ამ კაცის აღწერის, სიტუაციის აღწერის, ყველაფრის აღწერის და იდეალურად ვითანამშრომლეთ, რა ვიცი, ყავაც კი დაგვალევინეს," — განაცხადა ქეთი ალავერდაშვილმა "ფორმულასთან".
მანამდე მან სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ შსს-მ ძალადობის ამსახველი სხვა კადრები რეაგირების გარეშე დატოვა.
"წერენ, რომ არ ვითანამშრომლეთ, რაც აბსურდია. გუშინ 4 საათი ვიყავით მე და ადვოკატი გამოკითხვაზე და თითოეული დეტალი გავიარეთ. ვუთხარი, რომ ზაზა მამალაძეზე (თუ მანგოშვილზე) ყველა მასალა მქონდა შეკრებილი და სახლში მოვალთ და წავიღებთო. არადა იქვე მქონდა მიტანილი თან, ეს ზაზა თუ ვინცაა, დაკავებული იყო ჯგუფური ძალადობის ბრალდებით და არა სილის გარტყმის ეპიზოდის გამო. თუმცა რადგანაც მე ტკივილი არ განმიცდია, უშვებენ ახლა და ძალადობის სხვა კადრებიც იგნორდება," — დაწერა ქეთი ალავერდაშვილმა.
8-9 სექტემბერს, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ძალადობის დროს დაკავებული ოცნების მხარდამჭერები ზაზა მამალაძე ირაკლი ბუაჩიძე გაათავისუფლეს, ხოლო კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის დაკავებული 23 წლის აქტივისტის, მეგი დიასამიძის საქმეზე პროკურატურა სასამართლოს გირაოს შეფარდების შესახებ მიმართავს.
ასევე იხილეთ:
- SJC-ის შეფასებით, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მოქალაქეთა პოლიტიკური აქტივიზმის შეზღუდვას ემსახურება
- "არ არის საჭირო მივარდნები" — კახა კალაძე მეგი დიასამიძის დაკავებაზე
- ნონა ქურდოვანიძე: "მეგი დიასამიძის წინააღმდეგ მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა"
- საბა ბრაჭველი: 23 წლის მეგი დიასამიძეს არარსებული დანაშაულის გამო ჯერ ორთვიანი, ჯამში კი ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება
- ნინო ლომჯარიას თქმით, კალაძის ბანერი სააგიტაციო მასალაა და მისი დაზიანება საარჩევნო კოდექსით უნდა ისჯებოდეს, რაზეც 1000-ლარიანი ჯარიმაა
- მიდიოდა საკუთარ სახლში, აჭარაში, სადღაც ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუსაფრდნენ — შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავებაზე
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები