ეუთოს 37 ქვეყანა ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს
ეუთოს 37-მა ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას ყველა უსამართლოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგისთვის ეუთოს დროული მოწვევა არ მიუღია. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
განცხადებაში ეუთოში ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, მინდაუგას სტანკევიჩიუსი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"მინდა წარმოვადგინო ერთობლივი განცხადება, რომელიც გაკეთდა ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, კანადის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგის, მონტენეგროს, მალტის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და ჩემი ქვეყნის — ლიეტუვის სახელით, საქართველოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.
როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები, ჩვენ გვაკისრია ვალდებულება დავიცვათ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ჩვენს საერთო ეუთოს რეგიონში. სწორედ ამ სულისკვეთებით გამოვხატავთ კვლავ ჩვენს ღრმა და უცვლელ შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო.
ვწუხვართ, რომ ჩვენი წინა მიმართვებით გამოხატული შეშფოთებები უგულებელყოფილი დარჩა და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესაჩერებლად, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს ეუთოს ვალდებულებებთან, ასევე ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ნორმებთან და ღირებულებებთან", — თქვა სტანკევიჩიუსმა.
განცხადების თანაავტორები ოპოზიციის ლიდერების დაკავებასა და რეპრესიებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ "საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების სამართლიანობა, განსაკუთრებით გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ნდობასთან დაკავშირებით." გარდა ამისა, სტანკევიჩიუსმა ისაუბრა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დაგვიანებით მოწვევაზე და აღნიშნა, რომ "ეს გადახვევა საქართველოს მრავალწლიანი პრაქტიკისაგან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს"
"2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ჩატარდება მძიმე პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე და მზარდი რეპრესიების პირობებში ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რომლის ნაწილიც — ოპოზიციის ლიდერები — პატიმრობაში ჰყავთ. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების სამართლიანობა, განსაკუთრებით გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ნდობასთან დაკავშირებით. ასეთ კონტექსტში ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ამაზე 2025 წლის 7 ივლისს საჯაროდ განაცხადა ODIHR-მა. ამიტომაც დასანანია, რომ ODIHR-ს დროული მოწვევა არ გადაეგზავნა, რაც საშუალებას მისცემდა მას შეესრულებინა აზრიანი დაკვირვება. ეს გადახვევა საქართველოს მრავალწლიანი პრაქტიკისაგან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს", — თქვა ეუთოში ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.
მიმართვაში ასევე ხაზგასმულია მოქალაქეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიები. ეუთოს 37 ქვეყანა გმობს მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას. წევრი ქვეყნები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი."
"გარდა ამისა, გრძელდება რეპრესიები მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მიეცეს დამნაშავეები. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთას, ასევე უახლეს სასჯელებს რამდენიმე მომიტინგის მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი და ხაზგასმით აღვნიშნავთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას", — თქვა მინდაუგას სტანკევიჩიუსმა.
ეუთოს 37 ქვეყანა, ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაადასტუროს ერთგულება დიალოგისა და ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი. მინდაუგას სტანკევიჩიუსმა აღნიშნა, რომ 37 ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპულ მისწრაფებებს.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კვლავ დაადასტუროს დიალოგისა და ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულება. ასევე, ვუხმობთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს მშვიდობიანი და დემოკრატიული გამოსავალი მიმდინარე კრიზისიდან. ამ საკითხში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ეუთოს ინსტიტუტების ჩართულობა, როგორიცაა ODIHR და RFOM. ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობა, შეიცვალოს კურსი.
და ბოლოს, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ხალხს და მათ სწრაფვას დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ, სადაც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენს. ჩვენ კვლავ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან და ურყევად ვრჩებით ერთგული მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — თქვა მინდაუგას სტანკევიჩიუსმა ეუთოს 27 ქვეყნის სახელით.
განცხადებას ხელს აწერენ: დიდი ბრიტანეთი, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. ODIHR-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო მონიტორინგს საფუძვლიანი მზადება სჭირდება", რაც ქართული ოცნების მოკლე ვადაში გაგზავნილი მოწვევის გამო ვერ მოხერხდება.
- ადგილობრივ არჩევნებს ეუთო/ოდირი არ დააკვირდება — კახა კალაძე ამაში "გლობალური ომის პარტიას" ადანაშაულებს
- შალვა პაპუაშვილი: "თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევა" და არანაირი პრობლემა არ იყო ჩამოსულიყვნენ [ეუთო/ოდირი] და დაჰკვირვებოდნენ
- "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი მოიწვიოს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები