თამარ კორძაია

თამარ კორძაია

3 Oct. 2017, 00:59

დღეს ჩვენ ამ ეთერში იძულებულები ვართ ვილაპარაკოთ იმ უმრავლესობის ნარატივით, რომელსაც ქუჩაში ვეკითხებით აზრს. მაგრამ ქუჩაში ადამიანები ვერ გვეტყვიან, ვერ დავიჭერთ იმ ადამიანს ინტერვიუსთვის, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი და ქუჩაში ვერ გამოდის. ვინ უნდა გაახმოვანოს მათი პრობლემები? - ასეთ ეთერში ჩვენ ხმას ვერ ამოვიღებთ, რადგან ისინი არ ჩანან, ვერ ხედავენ. რესპუბლიკური პარტია ერთადერთი პარტიაა, რომელიც მათ ხედავს, დაუნახავ ადამიანებს ხედავს. ადამიანებს, რომლებიც იჩაგრებიან და საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკს ვერ ბედავენ. ესენი არიან უმცირესობები, ლგბტ თემი, შშმ პირები, ესენი არიან მარტოხელა მშობლები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ და მიჯაჭვული არიან შვილებს. ეს არის ის პრობლემები, რომლებზეც უნდა ვილაპარაკოთ და დავინახოთ. ცოტანი არიან. მომგებიანი არ არის, ხო, ბატონებო ეს თემები? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ის ადამიანები ამ ქალაქში ცხოვრობენ და ჩვენ უნდა დავიცვათ მათი ინტერესები. მარტო უსულო საუბრები გზებზე და საცობებზე არ არის საკმარისი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…