"დაკავებას უკავშირებს იმ შიშს, რომელიც მისმა განცხადებებმა წარმოშვა "ქართული ოცნების" წრეებში," — ჩელე ყურუა ლევან ხაბეიშვილს შეხვდა
"დაკავებას უკავშირებს იმ შიშს, რომელიც მისმა განცხადებებმა წარმოშვა ქართული ოცნების წრეებში," — ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრებული ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტი ციხეში გამოკეტოს, რასაც შეიძლება იმისგან განსხვავებული ეფექტი ჰქონდეს, რაც უნდათ"
ბორის ჩელე ყურუას თქმით, კონკრეტულ გეგმას და შემდეგ ნაბიჯებს ხაბეიშვილი თანდათან თვითონ განაცხადებს.
"კარგად არის, მხნედ არის, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ დაკავებით ამ ქვეყანაში პოლიტიკოსს მხნეობას ვერ გაუქრობ, რაც შეეხება გზავნილს, გზავნილი აქვს მარტივი — "რატომ დამაკავეს თუ არ ეშინოდათ?!". თავის დაკავებას უკავშირებს იმ შიშს, რომელიც მისმა განცხადებებმა წარმოშვა ქართული ოცნების წრეებში, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთანაც მოუწიათ იმის აღიარება, რომ ეშინიათ, შესაბამისად, მე გონია, რომ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც რაღაც შეკითხვებს უჩენს — რატომ შეიძლება დააკავო პოლიტიკოსი დაპირებისთვის, ეს ხომ აბსურდია და არანაირ სამართლებრივ მიზნებს ეს არ ემსახურება. ეს კიდევ და კიდევ ემსახურება იმას, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტი ციხეში გამოკეტოს, რასაც შეიძლება იმისგან განსხვავებული ეფექტი ჰქონდეს, რაც უნდა ქართულ ოცნებას.
ზოგადად კანონის ბრუტალურად განმარტვა ყოველთვის არ გვაძლევს, რაც კანონმდებლობას უნდა რომ ამ განმარტებამ მოგვცეს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის დაკავება იმისთვის, რომ ის ჰპირდება რაღაცას მოსახლეობას. არ შეიძლება დანაშაულად იქნას აღქმული და არცერთ კანონმდებლობას ამის დანაშაულად გამოცხადება არ უნდოდა. ეს თუ დანაშაულია გადახედონ საკუთარ დაპირებებს კონკრეტულ თანხებს, რომელსაც ჰპირდებოდნენ ხან სოფლებს, ხან საჯარო მოსამსახურეებს ან ხელფასის მომატების დაპირება და ა.შ. საბოლოო ჯამში არ შეიძლება, რომ ეს აღქმული იყოს ქრთამის დაპირებად, ეს უფრო არის პოლიტიკოსის დაპირება და ამაშიც არ უნდა შევყვეთ ამ მსჯელობაში, ეს ხომ ყველაფერი არ არის, ეს ხომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ არის იურისპუდენიციაზე და არ არის მტკიცებულებები და არგუმენტაცია, ეს არის პოლიტიკური ოპონენტის ციხეში გამოკეტვა.
4 ოქტომბერი ის თარიღია და მისი განცხადებები, რის გამოც ის თვლის, რომ ციხეშია, რის გამოც ის თვლის, რომ შეეშინდა ბიძინა ივანიშვილს და შეეშინდა ქართულ ოცნებას. მე გამხმოვანებელი ვერ ვიქნები, კონკრეტულ გეგმას და შემდეგ ნაბიჯებს მე რასაც მივხვდი საუბრიდან, თანდათან თვითონ განაცხადებს. ვიცით ციხეში ადამიანს, რომ პირს ვერ აუკრავენ, მართალია, რომ გადაადგილებას შეუზღუდავენ ტელევიზიაში ვერ მივა, მაგრამ მაინც მას გამოხატვის თავისუფლებას მაინც იმ დონეზე ვერ შეუზღუდავენ, რომ ვერაფერი ვერ თქვას. ასე რომ მე როგორც ვიცი, ის აპირებს კიდევ განცხადების გაკეთებას," — განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
ენმ-ის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" შენობასთან დააკავეს. სუს-ის წარმომადგენელმა ბრიფინგზე თქვა, რომ ხაბეიშვილი "ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე".
დაკავებულია კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მურთაზ ზოდელავაც, რომელიც ლევან ხაბეიშვილის დაკავების დროს ადგილზე იყო. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ "ლევან ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი ზოდელავას, მან კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, სცადა გაქცევა".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები