EU-ს და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში €7.5 მლნ-იანი პროექტი "ეკონომიკური ცხოვრების კატალიზატორი PIRDP რეგიონებში" განხორციელდა
სასტუმრო "ქუთაისი ინნ"-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი წარმომადგენლები ოთხწლიანი ინიციატივის "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის" (EU4ITD) — ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" წარმატებით დასრულების აღსანიშნად შეიკრიბნენ.
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მიერ განხორციელებულმა პროექტმა საქართველოს ოთხ რეგიონში (გურია, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) გადამწყვეტი როლი ითამაშა რეგიონული განვითარების წინსვლაში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დენის ზერვასმა, გერმანიის საელჩოში ეკონომიკურ საკითხებსა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის წარმომადგენელმა, ანია ვალდრაფმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს წარმომადგენლობის პორტფოლიოს რეგიონულმა მენეჯერმა და ჰოვარდ ჰარდინგმა, CESL-ის პროექტის ხელმძღვანელმა.
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა, მიზნად ისახავდა, პროექტის სამიზნე რეგიონებისა და ადგილობრივი თემების ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობები გამოევლინა. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებს შორის, აღსანიშნავია ბაღდათში პირველი თანამედროვე ღვინის ლაბორატორიის მოწყობა (500.000 ლარი), დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია (500.000 ლარი), კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (500.000 ლარი), ლენტეხის აგრობაზრის დაარსება (500.000 ლარი) და მდინარე რიონის გასწვრივ სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ბორნის მშენებლობა (500.000 ლარი).
"მოხარული ვარ, რომ ვასრულებთ 7.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს "ეკონომიკური ცხოვრების კატალიზატორი PIRDP რეგიონებში", რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ. ბოლო სამ-ნახევრი წლის განმავლობაში, ამ ინიციატივამ მხარი დაუჭირა 160-ზე მეტ ბენეფიციარს, მუნიციპალიტეტებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას და განახორციელა 33 პროექტი, ოთხ სამიზნე რეგიონში, გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ევროკავშირი მზადაა სამომავლოდაც იმუშაოს ადგილობრივ აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოს საქართველოში რეგიონული განვითარების მდგრადობა და ინკლუზიურობა", — განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.
დენის ზერვასი, გერმანიის საელჩოს ეკონომიკურ საკითხებსა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის წარმომადგენელი:
"გერმანია სამი ათწლეულია, საქართველოს საიმედო პარტნიორია. ჩვენი პროექტი, "ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“, გერმანიისა და ევროკავშირის ძალისხმევით შეეცადა გაეუმჯობესებინა ქართველი ქალების, კაცებისა და ბავშვების ცხოვრების დონე. ქართველი მოქალაქეების აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი შეასრულა პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რაც გულისხმობს, რომ ერთობლივი ძალებით, ევროპელებმა და ქართველებმა შევქმენით სამუშაო შესაძლებლობები, გავაუმჯობესეთ ინფრასტრუქტურა რეგიონებში და ბევრი სხვა. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ ერთობლივი მუშაობით".
"პროექტი CESL-ი იმითაა გამორჩეული, რომ ჩვენ მიერ ოთხ რეგიონში დაფინანსებული 33 პროექტი, ინფრასტრუქტურის მოწყობიდან დაწყებული კერძო სექტორის დახამრებით დასრულებული მიზნად ისახავს მოქალაქეებისა და ადგილობრივი ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას. საქართველოს მუნიციპალიტეტებმა მიიღეს ევროკავშირის ერთიანობის პოლიტიკის პრაქტიკის გამოცდილება. თითოეული პროექტი თემების გასაძლიერებლად, მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად და ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. CESL-ს უნიკალურს ხდიდა ჩვენი პრაქტიკული მიდგომა - იდეების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანად განხორციელება", — აღნიშნა GIZ-ის პროექტის ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰარდინგმა.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იქნა პროექტის ფარგებში დაფინანსებული მეწარმეების ადგილობრივი პროდუქცია ოთხი სამიზნე რეგიონიდან. ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, ჯამში 120 ადგილობრივი ინიციატივა დაფინანსდა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის: აღჭურვილობის განახლება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, აგროსასურსათო მრეწველობა, ტრადიციული ხელნაკეთობების წარმოება და სხვა. გამოფენაში მონაწილეთა და წარმოდგენილი პროდუქტის მრავალფეროვნება,
ხაზს უსვამს პარტნიორობის სიძლიერეს ინკლუზიური და რეგიონული განვითარების ხელშეწყობაში.
პროექტის დასკვით ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამიზნე მუნიციპალიტეტის წევრები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები