"8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში" — სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეუფარდა
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა — გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. პროკურატურის განმარტებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვენ, რადგან არსებობს მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების შანსი.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ მოსამართლეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის სანაცვლოდ 100 000 ლარის გირაოს დაწესება მოითხოვა. ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ არ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება და ბურჭულაძე მზადაა პასპორტი სასამართლოს გადასცეს.
პროცესს ბურჭულაძეც ესწრებოდა — ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მას ტვინის შერყევაა აქვს მიღებული და წოლითი რეჟიმი ესაჭიროება. ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისადმი წაყენებული ბრალი "მოუმზადებელია" და ის "სხვა მოტივით" დააკავეს.
"თუ უფლებას მომცემთ, შევაფასებ ბრალის ხარისხს — ევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება და ეჭვი მაქვს, რომ მოტივირებულია სულ სხვა რაღაცით.
რაც შეეხება ნასყიდობას, რომ აგიხსნათ ბატონო მოსამართლე, ნასყიდობა მე დავასაბუთე და მას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს წყნეთის სახლთან ლეგალიზაციის თვალსაზრისით.
მე არასოდეს მიხსენებია, რომ ჩემი საბოლოო შემოსავალი, რომლითაც მე გავისტუმრე ნასყიდობის ვალდებულება, იყო წყნეთის სახლი… მინდა დაგანახოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მრწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია…
მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია… ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით…
რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხარი და ხელშეკრულებაც მივიტანე… არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს… 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში," — თქვა ბურჭულაძემ (ტექსტი "რადიო თავისუფლება")
11 სექტემბერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემდეგი სხდომა 3 ნოემბერს ჩაინიშნა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები