15 წლის ოუენ კუპერი ემის ისტორიაშია — მთავარი გამარჯვება Adolescence-მა მოიპოვა
ფოტო: Kevin Winter/Getty Images
კვირას ღამით ლოს-ანჯელესში, Peacock თეატრში, 77-ე ემი გაიმართა. ტელევიზიისთვის ეს წელი გამორჩეული აღმოჩნდა — ვარსკვლავებით სავსე საღამომ და მაღალმა კონკურენციამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
სტივენ გრეჰემი იღებს ჯილდოს საუკეთესო ლიმიტირებული ან ანთოლოგიური სერიალისათვის Adolescence-ისთვის
ფოტო: Kevin Winter/Getty Images
ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული გახდა Netflix-ის სერიალი მოზარდობა (Adolescence), რომელმაც ექვსი ჯილდო მოიპოვა. შოუს ვარსკვლავი, 15 წლის ოუენ კუპერი კი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი კაცი, რომელმაც ემის ჯილდო მოიგო.
15 წლის ოუენ კუპერი იღებს ჯილდოს საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის ლიმიტირებულ ან ანთოლოგიურ სერიალში ან ფილმში სერიალ Adolescence-ში შესრულებული როლისთვის 77-ე პრაიმთაიმ ემის დაჯილდოების ცერემონიალზე
ფოტო: Kevin Winter/Getty Images
- 3 მიზეზი, რატომ უნდა ნახონ მშობლებმა ახალი სერიალი Adolescence — ფსიქოლოგის აზრით
- ნეტფლიქსის სერიალ Adolescence-ს საფრანგეთის საჯარო სკოლებში აჩვენებენ
Apple TV+-ის სერიალმა The Studio ოთხი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო კომედიური სერიალის სტატუსიც. ამასთან, შოუ გახდა ემის ისტორიაში ყველაზე დაჯილდოებული კომედია, მას შემდეგ რაც გასულ კვირას გამართულ Creative Arts Emmy-ზე ცხრა ჯილდო მოიპოვა.
სეთ როგენი იღებს ჯილდოს საუკეთესო კომედიური სერიალისათვის The Studio-ს სახელით
ფოტო: Valerie Macon/AFP via Getty Images
HBO Max-ის სერიალმა The Pitt სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში, სადაც დაამარცხა ისეთი ძლიერი კონკურენტები, როგორიცაა The White Lotus და Severance. Severance-ის მსახიობი ტრამელ ტილმანი ასევე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის დრამატულ სერიალში ემის ჯილდო მოიპოვა.
საღამოს კომიკოსი ნეით ბარგეცი მასპინძლობდა, რომელმაც შოუს გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად ახალი იდეა შემოგვთავაზა — საქველმოქმედო ფონდში თანხის შეგროვება. მან თქვა, რომ Boys & Girls Club of America-ს 100 000 დოლარს გადასცემდა და თითოეული სიტყვისთვის, რომელიც 45-წამიანი ლიმიტის ქვემოთ ჩაეტეოდა, დამატებით 1 000 დოლარს ჩარიცხავდა, ხოლო გადაჭარბებული თითოეული წამისთვის 1 000 დოლარს დააკლებდა.
ცერემონიის წამყვანი ნეით ბარგეცი სცენიდან მიმართავს აუდიტორიას
ფოტო: Kevin Winter/Getty Images)
საბოლოოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მსახიობები მოკლე სიტყვით გამოსულიყვნენ, ამიტომ თავად ბარგეციმ განაცხადა, რომ ის პირადად გაიღებდა 250 000 დოლარს, მათ შორის 100 000 დოლარს CBS-ისგან, რათა საქველმოქმედო მიზანი შესრულებულიყო.
ასევე ნახეთ: 15 დაუვიწყარი ლუქი Emmy-ს დაჯილდოებაზე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები