"მე და ჩემი გუნდი მადლიერები ვართ ამ პეტიციის მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის" — პეტერ ფიშერი მის მხარდამჭერ პეტიციაზე
ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან გერმანიის ელჩის კრიტიკის ფონზე, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიურმა საზოგადოებამ გერმანიის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩისადმი სოლიდარობის გამოსახატად პეტიცია შექმნა. პეტიციის შემქმნელები წერენ, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ის სიკეთეები, რაც საქართველომ გერმანიის მხარდაჭერით მიიღო.
"ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ბოლო დროს გაჟღერებულ საჯარო თავდასხმებს გერმანიის ელჩის, ბატონ პეტერ ფიშერის წინააღმდეგ.
უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც გერმანიის მხარდაჭერას არ გრძნობს — იქნება ეს ბათუმისა და აჭარის რეგიონის წყლის მომარაგების სისტემების გაძლიერებით, გერმანელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული სტუდენტების/მეცნიერების სტიპენდიებით, მცირე ბიზნესის ხელშემწყობი, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროგრამებით.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ გერმანიამ ჩვენს ქვეყანას არაერთ მნიშვნელოვან სფეროში დაუჭირა მხარი — პოლიტიკურად, ეკონომიკურად და საზოგადოებრივად:
GIZ-ის , KfW-ს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტებით, რომლებიც ხელს უწყობენ საჯარო სამსახურის განვითარებას, სამართლებრივ რეფორმებს, დემოკრატიის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ასევე ინფრასტრუქტურის, ენერგომომარაგების, პროფესიული განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
პოლიტიკური ფონდების საქმიანობით, რომლებიც წლებია უჭერენ მხარს პარტიული პლურალიზმს, პოლიტიკურ განათლებას და საჯარო დისკუსიის განვითარებას, ასევე ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში დახმარებით და სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის სტიპენდიებით, განსაკუთრებით DAAD-ის მეშვეობით;
და ბოლოს, გერმანიის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერით საქართველოსთვის ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე.
ამ მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება, ინსტიტუტების გაძლიერება თუ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, ამ მასშტაბებით ვერ განხორციელდებოდა. ამისთვის საქართველო გერმანელი ხალხის მადლიერია", — წერია პეტიციის აღწერაში.
პეტიციის აღწერაში ხაზგასმულია, რომ გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სოლიდარობას უცხადებენ და მადლიერებას გამოთქვამენ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიმართ. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი პარტნიორები და არა კონფრონტაცია.
"ბატონი პეტერ ფიშერი საქართველოში ამ პარტნიორობის სიმბოლოა. მისი ღია მხარდაჭერა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისათვის წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და გერმანიას. მის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში არსებული მუქარები, მათ შორის მისი შესაძლო გაძევების საკითხის წამოწევა, ჩვენთვის არის თავდასხმა არა მხოლოდ თვით ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან მეგობრობაზე.
ვუცხადებთ სოლიდარობას ელჩ პეტერ ფიშერს და გამოვხატავთ ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დიპლომატიური პროტოკოლი, შეწყვიტოს უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმები და აღიაროს გერმანიის ფასდაუდებელი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაში.
საქართველო საჭიროებს ძლიერ პარტნიორებს და არა კონფრონტაციას!
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ევროპელი მეგობრების გვერდით და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად აქცევს," — წერენ პეტიციის ორგანიზატორები.
პეტიციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გამოთქვა.
"მე და ჩემი გუნდი მადლიერები ვართ ამ პეტიციის მიერ გამოხატული და მხარდაჭერისთვის. ტექსტი აჩვენებს, რამდენს მივაღწიეთ ერთად საქართველომ და გერმანიამ გასული 30 წლის განმავლობაში. ჩვენ საერთო ხედვაში დიდი პროგრესი გვაქვს. დავიცვათ ეს და გავაგრძელოთ წინსვლა ერთად," — დაწერა პეტერ ფიშერმა.
შეგახსენებთ, "ოცნების" მაღალჩინოსნები გერმანიის ელჩს მუდმივად აკრიტიკებენ. "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მას ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, ხოლო "ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მას "ტრაგიკულ პიროვნებას უწოდებს.
- "ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს" — კახა კალაძე პიტერ ფიშერზე
- პეტერ ფიშერი: ელჩის რანგში გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა მაქვს
- თინა ბოკუჩავა: "ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს საქართველოს მოქალაქეებს"
- ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე: "ტიპი ჩვეულებრივი რადიკალი გახდა"
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები