ირაკლი კუპრაძე: "თბილისში გამოვყოფთ 100 მლნ ლარს, რათა სკოლებში უფასო კვება არსებობდეს"
ფოტო: ლელო
"ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულად შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. თბილისში მცხოვრები 200 000 მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას," — ამის შესახებ ლელო-ძლიერი საქართველოსა და გახარიას პარტიის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თქმით, კვლევების მიხედვით, საქართველოში სასწავლო პროცესის დროს ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი შიმშილობს.
"ყველა კვლევის მიხედვით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გამოაქვეყნა და ჩაატარა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია. სკოლებში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მწვავე შიმშილობას განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე, მათ განვითარებაზე. ამაზე პასუხი კი, სახელმწიფოს ფიზიკურად არ აქვს. მათ არ აინტერესებთ ბავშვთა შიმშილი.
ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული PISA-ს კვლევის მიხედვით ცხადია, რომ 81 ქვეყანაში ჩატარებული კვლევებიდან, ქართველი მოსწავლეები იკავებენ ბოლო ადგილებს. კერძოდ, წაკითხულის გააზრებაში 66-ე ადგილს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მე-60 ადგილს, მათემატიკაში 66-ე ადგილს და ა.შ. ეს არის იმ მძიმე მდგომარეობის გამოვლინება, რაც არის ბავშვთა შიმშილობა სკოლებში. ჩვენ, ოპოზიციურმა კოალიციურმა პარტიებმა შევძელით ბავშვთა შიმშილობის გადაწყვეტა წალენჯიხაში მსგავსი პროექტით, სადაც სკოლებში უფასო კვების დანერგვა დავიწყეთ. ამით ვაგვარებთ ბავშვთა შიმშილობის პრობლემას სასწავლო დაწესებულებებში. დღეს, თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მიდგომა. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულად შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. თბილისში მცხოვრები 200 000 მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
ჩვენ, მოქალაქეებს, თბილისის მოსახლეობას უნდა გვესმოდეს, რომ პრიორიტეტების სწორი გადანაწილება აუცილებელია. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, შვილებში, რომელთა განვითარებაც შეუქცევადად უნდა იყოს მიმართული კეთილდღეობისკენ. მათი ჯანმრთელობა, განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში 200 ათასი მოსწავლისთვის გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს, რათა სკოლებში უფასო კვება არსებობდეს," — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები