ლაშა ტყეშელაძე: "[ლევან ხაბეიშვილი] საბრძოლო განწყობაზეა და ყველას მოუწოდებს, რომ იბრძოლონ"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საპატიმროში მონახულების შემდეგ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხაბეიშვილი საბრძოლო განწყობაზეა და ყველას მოუწოდებს ბრძოლა გააგრძელონ. მისივე თქმით, აპირებენ საქმის სამართლებრივი ნაწილის გასაჩივრებას
"ძალიან მხნედ არის [ლევან ხაბეიშვილი], ძალიან საბრძოლო განწყობაზეა და ყველას მოუწოდებს, რომ იბრძოლონ და ბოლომდე მიჰყვნენ, რადგან მისი დაკავება ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ეშინია, სუს-ს ეშინია და ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, მაგრამ იმის რწმენა კი არ გვაქვს, რომ ქართული სასამართლო აქ რამე სამართალს მიიღებს, არამედ გვინდა, რომ ევროსასამართლოში წავიღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან ისტორიისთვის აუცილებელია ნამდვილი სიმართლე დოკუმენტურადაც იყოს აღნიშნული. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, პოლიტიკოსი დაეკავებინოთ სიტყვის გამო. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, პოლიტიკოსი დაეკავებინოთ პოლიტიკური განცხადების გამო. საჯარო განცხადებებია მხოლოდ, სხვა არავითარი მტკიცებულება არ არის. პროკურატურამ დღეს პოლიტიკურად ლევან ხაბეიშვილი დააკავა მხოლოდ სიტყვის გამო. სიტყვა არის ძალა, რომელიც ლევან ხაბეიშვილს უნდათ, რომ შეუზღუდონ", — განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ლევან ხაბეიშვილის უფლებადამცველის თქმით, არ არის ცნობილი შეუზღუდა თუ არა ბრალდების მხარემ კომუნიკაცია პოლიტიკოსს.
"სამართლებრივად ახლა ჩვენთვის ცნობილი არ არის ბრალდების მხარემ შეუზღუდა თუ არა კომუნიკაცია. ველოდებით, დღეს ან ხვალ გვეცოდინება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ბრალდების მხარე კომუნიკაციას არ შეუზღუდავს ბატონ ლევანს, რადგან ესეც ერთ-ერთი უკანონობა იქნება, იმიტომ, რომ არ არის საჭირო, რომ აღნიშნული შეზღუდვები იყოს დაწესებული სამართლებრივად. აქედან გამომდინარე, ველოდებით ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს", — თქვა უფლებადამცველმა.
ლაშა ტყეშელაძემ იმ სპეცრაზმელებზეც ისაუბრა, რომლებმაც ჩვენება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მისცეს და აღნიშნა, რომ მათ არავითარი სამართლებრივი არგუმენტაცია არ აქვთ.
"სასაცილოა. რა უნდა ვისაუბროთ სპეცრაზმელებზე. არავითარი სამართლებრივი არგუმენტაცია მათ არ აქვთ. თითქოს რაღაც შეურაცხყოფად აღიქვეს, ეს შეურაცხყოფად, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და მე კიდევ ერთხელ განვმეორდები, აი, მაგ სპეცრაზმელებმა ის შეურაცხყოფა არ აღიქვეს, ახალგაზრდა ადამიანებს რომ სცემდნენ?სტუდენტებს რომ სცემდნენ? ლევან ხაბეიშვილს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიკვდილამდე რომ მიიყვანეს, ისე რომ სცემეს და ღმერთმა რომ გადაარჩინა? ეს თქვენთვის არ იყო შეურაცხყოფა?, — განაცხადა ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას.
ცნობისთვის, სუს-მა ენმ-ის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საჯარო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. უწყება ხაბეიშვილს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო ედავება, სადაც ოპოზიციური ლიდერი სამართალდამცავებს მმართველი პარტიის მითითებების არ შესრულებისკენ მოუწოდებს და სანაცვლოდ 200 000 დოლარს ჰპირდება.
უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ხაბეიშვილი ამ განცხადებებს სისტემატურად ავრცელებდა და ამბობდა, რომ "ნებისმიერი მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად". ოპოზიციონერ ლიდერს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლე
- პროკურატურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის გახსნა ჯერ არც უცდიათ და IPhone-ს მოდელის ტელეფონი, შესაძლოა, ვერ გახსნან
- სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს — წინასწარი პატიმრობა, ხოლო მურთაზ ზოდელავას 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
- ხაბეიშვილის ადვოკატის თქმით, გამოკითხვის ოქმში გდდ-ს 3 თანამშრომელი აცხადებს, რომ ხაბეიშვილის შეთავაზება შეურაცხყოფად მიიღეს
- პროკურატურა ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, მურთაზ ზოდელავას მიმართ — გირაოს შეფარდებას მოითხოვს
- სახალხო დამცველი სუს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან ადვოკატების შეშვება
- სუს-მა ლევან ხაბეიშვილი საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის შეთავაზებისთვის დააკავა
- ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები