ელექტროშოკით მიღებული ემოციები — ნახეთ მე-19 საუკუნის შემაძრწუნებელი ექსპერიმენტი ფოტოებში
1862 წელს, ფრანგმა ნევროპათოლოგმა გიიომ დიუშენმა ექსპერიმენტი ჩაატარა: იმის გასაგებად, თუ სახის რომელ კუნთებს ვიყენებთ ამა თუ იმ გამომეტყველების მისაღებად, მცირეოდენი ელექტრობით მათი სტიმულირება სცადა. ასე შეიტყო, რომელი კუნთები გამოიყენება, მაგალითად, ღიმილისთვის, მოღუშვისთვის, ტირილისთვის და სხვა.
თუმცა, ეს ცდები, მისი მონაწილეების გამო, ჯერ კიდევ იმ დროს იქცა საკამათო ექსპერიმენტად. დიუშენის ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი მაინცდამაინც ბევრს არ გამოუთქვამს, ასე რომ, გავრცელებული ცნობით, მან ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებიც ჩართო ცდებში. და მართალია, მხოლოდ მცირეოდენ ელექტრობას იყენებდა კუნთების სტიმულირებისთვის და ამტკიცებდა, ეს მტკივნეული არ არისო, ექსპერიმენტი მაინც უსიამოვნო სპაზმებს იწვევდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, დიუშენმა ცდებისთვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის დასჯილი ადამიანების თავებიც კი გამოიყენა.
ნევროპათოლოგის ექსპერიმენტის შედეგები ფოტომასალამ შემოგვინახა. ეს ფოტოები, რომლებიც, ერთი შეხედვით, სასაცილოა, თვალიერებისას მაინც უცნაურ შეგრძნებას გგვრის. სურათებში სულ ხუთი სხვადასხვა ადამიანი ჩნდება: პატარა გოგო, ახალგაზრდა ქალი, ასაკოვანი ქალი, ახალგაზრდა კაცი და ასაკოვანი კაცი. ეს უკანასკნელი, რომელსაც დიუშენი შეზღუდულ გონებრივ შესაძლებლობებს და "მეტ-ნაკლებად არაფრით გამორჩეულ გარეგნობას" მიაწერდა, ექსპერიმენტის მთავარი გმირი გახლდათ და ცდების შედეგები, ნაოჭების სიმრავლის დამსახურებით, ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ მის მიმიკებზე აისახა.
რამდენად ეთიკური იყო ფრანგი მეცნიერის ექსპერიმენტი, ეს დღესაც სადავო თემაა, მაგრამ იგი მედიცინის სფეროში საკმაოდ გავლენიან ფიგურად იქცა. დღეს ხუთი სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადება ატარებს მის სახელს, ყველაზე გულწრფელ ღიმილად კი, არც მეტი, არც ნაკლები, "დიუშენის ღიმილი" მიიჩნევა. დიუშენის ღიმილი ნამდვილი ბედნიერების აღმნიშვნელ ემოციას ჰქვია — როცა გაღიმება არა მხოლოდ ბაგეების კუთხეების აწევით, თვალების გასწვრივ ნაოჭების წარმოქმნითაც გამოიხატება.
2019 წელს მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დიუშენის ღიმილი ემოციების გაკონტროლებაშიც გვეხმარება — მაგალითად, ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ თავს, დიუშენის ღიმილით სტრესულ სოციალურ სიტუაციებში უკეთ მართავენ თავიანთ ემოციებს.
სხვათა შორის, გიიომ დიუშენს ასევე მიეწერება კუნთოვანი დისტროფიის აღმოჩენა 1860-იან წლებში. კუნთოვანი დისტროფიის ყველაზე გავრცელებული ფორმა სწორედ ფრანგი ნევროპათოლოგის სახელს ატარებს, რადგან დიუშენმა იგი პირველმა აღწერა; არადა, მისი გამომწვევი გენი 1980-იანებამდე არ აღმოუჩენიათ.
რაც შეეხება გიიომ დიუშენის საკამათო ექსპერიმენტს, მისი შედეგების ამსახველი ფოტოები ასე გამოიყურება:
1. გაოცება
2. სიამოვნება
3. შიში
4. ტკივილი
5. ბუნებრივი ღიმილი
6. უკმაყოფილება
7. სისასტიკე
8. სიხარული
9. აგრესია
10. ტირილი
11. ზიზღი
12. ყალბი ღიმილი
13. ყურადღება
14. არშიყი
15. დაბოლოს — ისევ შიში
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები