დავით გოგიჩაიშვილის გამოცდილება — ჟინი მხოლოდ გამარჯვებას ხედავს, ჟინი განათლების გზაზე არ ჩერდებ
ფოტო: საქართველოს ბანკი
ჟინი მუდმივი მოძრაობაა. ჟინი წინაღობების გადალახვაა. ჟინი ძალაა, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება.
ყოველი ახალი მცდელობა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლის საფუძველიც სხვა არაფერია, თუ არა ჟინი. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ყველა ადამიანს, რომლისთვისაც განათლება ღირებულებაა, მოუწოდებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ძალა და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.
თავისი გამოცდილების შესახებ კი დავით გოგიჩაიშვილი საქართველოს ბანკის ვიდეოში გვესაუბრება.
1 ამბავი, 2 ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაცია
‘’ჩემი ამბების მოშველიება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ გაგიზიარებთ ერთ ისტორიას, რომელსაც ორი ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაცია აქვს.
ირაკლი მიიჩნევს, რომ ამ გამოცდილებაში დიდი ფილოსოფია დევს, ელენე კი თვლის, რომ უბრალოდ გამიმართლა.
ამერიკაში, მაგისტრის ხარისხის მისაღებად, მასკის პროგრამით სასწავლებლად წასვლა ავიკვიატე, ეს იყო დაუოკებელი წყურვილი, ისეთი, ჟინი რომ შეგიპყრობს.
მასკის პროგრამაზე დიდი კონკურსია, ადვილი ამბავი არ არის გამარჯვება. პირველ წელს გავაგზავნე საბუთები და პასუხი არ მომივიდა. მეორე წელსაც გავაგზავნე — არ მომივიდა, არც მესამე წელსა. იშვიათი შემთხვევა იყო, რომ მესამე წელსაც ვინმეს თავიდან ეცადა, მაგრამ, ჟინი გაჩერების საშუალებს არ მაძლევდა.
მანამდე ვავსებდი აპლიკაციას ხუთოსნურად, ყველა წესის დაცვითა და ინსტრუქციით, მეოთხე წელს გადავწყვიტე, შემეცვალა სტრატეგია, ეს პროცესი საკუთარ თავზე მოვირგე და პასუხიც მომივიდა. მერე ამას მოჰყვა გამოცდები, გასაუბრება და მოკლედ, დასახულ მიზანს მივაღწიე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მიყვარს საკუთარი ამბის გაზიარება, ვითომ რომ მარცხს აღიარებენ და სინამდვილეში თავის ქების მეტი არაფერია, მაგრამ ირაკლის ინტერპრეტაციით ესაა მიზნის მიღწევის ფილოსოფიური მაგალითი.“
ის ამბობს, რომ როცა სხვები გეუბნებიან, რომ არ გამოგივა და სხვადასხვა არგუმენტს იშველიებენ თუ რატომ, რაციონალური გონება თითქოს იჯერებს, თუმცა აკვიატება ირაციონალურია, აკვიატებამ არ იცის ალბათობები.
ირაკლი ამბობს, რომ როცა 3 წელი რაიმე არ გამოგდის, და ფიქრობ, რომ უკვე დროა სხვა რამე სცადო, მაინც ვერ ეშვები, რადგან ჟინი და წყურვილი ჩანაფიქრის მიღწევისა დაუოკებელია. როცა წვალობ და მაინც არ გამოგდის, მაშინ მიზანი კი არ უნდა შეცვალო, არამედ უნდა სტრატეგია, ამას პრინციპში კონფუცი ამბობდა, მაგრამ ირაკლი ეთანხმება.
აკვიატება, დაუოკებელი წყურვილი და ჟინი მხოლოდ გამარჯვებას ხედავს, მაშინ როცა სხვები თავიანთი კეთილგანწყობილი არგუმენტებით მხოლოდ ბარიერებს ხედავენ და გიზიარებენ.
ბარიერებს მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა მიზანს აღარ ვუყურებთ.
მეოთხე წელსაც რომ არ მოგსვლოდა პასუხი, მეხუთე წელსაც გახვიდოდიო? ან რამდენი წელი ეცდებოდი კიდევ? რა თქმა უნდა! წლების რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვეცდებოდი მანამ, სანამ პასუხი არ მომივიდოდა!
ელენეს კი ამბობს, რომ რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია, უბრალოდ გამიმართლა და მორჩა. ნუ არ გამიმართლა პირველ წელს და მეორე წელს, შეიძლება, მაგრამ მე-4 წელს ხომ გამიმართლა. ანუ ელენე ზოგადად მიზნების მიღწევას გარემო ფაქტორებს უფრო მიაწერს, ვიდრე ჩვენს არ გაჩერებას.
აქამდე მეგონა რომ ეს ორი ინტერპრეტაცია ერთმანეთს გამორიცხავდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ერთმანეთს ავსებს. ერთი გამოხატავს პროცესს და მეორე გამოხატავს შედეგს.
გაგვიმართლებს მაშინ, და მხოლოდ მაშინ, თუ ეს პროცესი გვაქვს გავლილი, თუ არ ავიკვიატეთ და ამ გზაზე არ ვიარეთ, რომც გაგვიმართლოს, როგორ უნდა მივხვდეთ რაში გაგვიმართლა?
ასევე ყველამ ვიცით, რომ უბრალო მოტივირებით კი არა, აკვიატებით, დაუოკებელი წყურვილით და ჟინით მიღწეული უფრო ტკბილია შედეგიც და პროცესიც.
შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ირაკლისა და ელენეს ინტერპრეტაციები ერთად ასეთი ფილოსოფიური აზრის თქმის საფუძველს გვაძლევს: თუ გულით გვინდა, აუცილებლად მივაღწევთ, თუ ვერ მივაღწიეთ, ესე იგი არ გვნდომებია!
განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. აღმოაჩინე შენზე მორგებული პროექტები, მიიღე სწავლის სრული დაფინანსება ლოკალურ და საერთაშორისო უნივერსიტეტებში, გამოავლინე საკუთარი პოტენციალი და აქციე მიზნები რეალობად.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები