სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

16 Sep. 2025, 10:10

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს: პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.

ომის შიშის დანერგვის შემდეგ, ოცნება ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად.

ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და "ტიტუშკების" შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.

ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.

ეს ხომ რეჟიმის უუნარობის ნიშანია, რომელიც თავისთავში, ვეღარ პოულობს ქვეყნის მართვის რესურს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში.
აგონია!

აგონია აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.
უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლიდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!

წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და 15 სექტემბრის ღამეს ბესიკის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობასთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმარება, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა 16 წლის ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მათივე ცნობით, დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…