Northern lights in the land of fire — კავკასიის რეგიონში Volvo-ს კიდევ ერთი VRE კონცეფციის შოურუმი გაიხსნა
ფოტო: თეგეტა
აზერბაიჯანის დედაქალაქში Volvo-ს პირველი VRE კონცეფციის შოურუმი გაიხსნა. სკანდინავიური მინიმალიზმითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეული ბრენდი მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს და Volvo-ს მოყვარულებს უკვე ემსახურება.
ფოტო: თეგეტა
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ბაქოში მიწვეული იყვნენ ბრენდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის წარმომადგენლები, სტუმრებს შორის იყო შვედეთის ელჩი აზერბაიჯანში, ასევე ოფიციალური პირები, ბიზნესის, საჯარო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მანანა ხინაშვილი, ვოლვო ქარ კავკასიას გენერალური დირექტორი: "ორწლიანი ინტენსიური სამუშაოები აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, წარმატებით დასრულდა და ბაქოში ახალი შოურუმი გავხსენით. მომსახურების ეს მასშტაბური სივრცე, Volvo-ს იმ საავტომობილო ცენტრების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი.
თანამედროვე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და მაქსიმალური ზრუნვა მომხმარებელზე ის პრიორიტეტებია, რომლებსაც სკანდინავიური ბრენდი თავისი საქმიანობისას ეყრდნობა. ბუნებრივია, ვოლვო ქარ კავკასიაც ამ მიდგომების ერთგულია და მომხმარებელს ავტომობილის შეძენისა და ფლობის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
შოურუმის მშენებლობისთვის, საერთო ჯამში, 6.5 მილიონი ევრო დაიხარჯა. მიგვაჩნია, რომ ეს ინვესტიცია გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეგიონში და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ადგილობრივი ბიზნესგარემოს განვითარებას, ისე Volvo-ს გლობალური ხედვის წარმოჩენას კავკასიაში".
ფოტო: თეგეტა
Northern lights in the land of fire-ის საზეიმო გახსნისთვის ორგანიზატორებმა ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, სკანდინავიური და აზერბაიჯანული კულტურა Volvo-ს ლოგოს ქვეშ, ერთ სივრცეში მოაქციეს. ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელ მკაცრ, თუმცა, ელეგანტური სტილისა და აღმოსავლური კულტურის ერთობლიობით შექმნილ შთამბეჭდავ ატმოსფეროში იყო წარმოდგენილი Volvo-ს სხვადასხვა მოდელი: გასული წლის მთავარი მოვლენა EX30, ასევე ახალი CX90 გაუმჯობესებული შესაძლებლობებით. ავტომობილები ტრადიციულ აზერბაიჯანულ ხალიჩებთან ერთად იყო გამოფენილი.
ფოტო: თეგეტა
საგანგებოდ გამოიყო ადგილი უახლესი EX90-სთვის. სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი სერვისცენტრში განათავსეს და ღონისძიებაზე შეკრებილებს ავტომობილის მახასიათებლებიც დაწვრილებით გააცნეს. ამასთანავე, 200-ზე მეტ სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, შოურუმი და სერვისისთვის განკუთვნილი სივრცე დეტალურად დაეთვალიერებინა.
ორსართულიანი ნაგებობის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საავტომობილო ცენტრის საერთო ფართი 2700 მ2-ია. გარე ფასადს მინის თეთრი და ლურჯი ვიტრაჟები ფარავს.
მეორე სართული საოფისე სივრცეს ეთმობა. პირველი კი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ღია და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი შოურუმი ექვს ავტომობილს იტევს. მოსაცდელ სივრცეში გადამუშავებული მასალით დამზადებული ავეჯია განთავსებული.
ფოტო: თეგეტა
ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალაა გამოყენებული სერვისისთვის განკუთვნილ ნაწილშიც. იატაკი მდგრადი და მძიმე დატვირთვაზე გათვლილი ფილებით არის მოპირკეთებული. თანამედროვე, უახლესი მანქანა-დანადგარებითა და ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი სერვისი, სადაც ერთდროულად ექვსი ავტომანქანის მომსახურებაა შესაძლებელი.
მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოა ეზოს ტერიტორიაზეც. გარე პერიმეტრზე მოწყობილია ავტოსადგომი და დამონტაჟებულია დასამუხტი სადგურები ელექტრომობილებისათვის.
ვოლვო ქარ კავკასია, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს ფარავს. VRE კონცეფციის შოურუმები ამ დროისთვის თბილისსა და ბაქოში მდებარეობს. 2026 წელს კი ამ ჩამონათვალს ერევანიც შეემატება.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულება, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ვოლვო ქარ კავკასია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის, როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები