ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

16 Sep. 2025, 16:59

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რეჟიმი ძალიან დასუსტებულია, დრო მის წინააღმდეგ მუშაობს და მარცხდება.

სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ როცა ვამბობ, რომ ივანიშვილის უკუთვლის წამმზომი ჩართულია და მისი მარცხი არა — თუს, არამედ — როდის, საკითხია.
იმისათვის რომ სწრაფად მოხდეს ის, რაც მოსახდენია, მნიშვნელოვანია რომ ივანიშვილმა სწრაფად გაიგოს, რომ წამმზომი მას აქვს ჩართული, და არა - ჩვენ!
წამმზომი ივანიშვილს და არა ჩვენ!

ამიტომ არათუ არანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვიღებ 4 ოქტომბრის აქციაზე, არამედ დიდ მავნებლობად მივიჩნევ ერთი მხრივ სასოწარკვეთილი მოქალაქეებისთვის ამ მოლოდინის "გაჩხერვას" მორფივით, მეორე მხრივ ივანიშვილისთვის იმ წარმოდგენის შექმნას, რომ 4 ოქტომბერს, პროტესტის მონაწილეთა თუნდაც ნაწილის იმედგაცრუების და "ქართველ ხალხზე" ხელის ჩაქნევის შანსი არსებობს.

რუსთაველი 4 ოქტომბერსაც უნდა გადაიკეტოს.

აქცია კარგია.

ცუდია მოქალაქეთა მოლოდინების აბუჩად აგდება.

ეს არანაირად არ ეხმარება ნდობის აღდგენას ამომრჩეველსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის.
ვიბრძვით გამარჯვებამდე და არა 0293837615 ოქტომბრამდე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…