საზმაუს მარში: ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. მთავრობას აკისრებენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერენ, რომ 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მსვლელობას რამდენიმე პირი დაესხა თავს. აქედან, ერთს იარაღი აღმოაჩნდა. განცხადების ავტორების თქმით, "ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. მთავრობას აკისრებენ".
"15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მსვლელობას რამდენიმე პირი დაესხა თავს. აქედან, ერთს იარაღი აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, ჩვენმა თანამებრძოლმა – ლევან ჯობავამ მოახერხა პირის განიარაღება, თუმცა რომ არა მოქალაქეების სწრაფი რეაგირება, არ ვიცით, რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო წუხელ.
უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა. მეტიც, მას ჩვენ წინააღმდეგ აგორებული სამთავრობო ძალადობრივი პროპაგანდის ლოგიკურ გაგრძელებად მივიჩნევთ.
რაზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პოლიციის უმოქმედობა, მოძალადეების დაუსჯელობის სინდრომი თუ თავად სამთავრობო მედიებისა და მათთან ასოცირებული არხების მიერ წარმოებული პროპაგანდა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ უმალავს მაყურებელს ძალადობის შესახებ ინფორმაციას, ხოლო იმედი კიდეც ახალისებს პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმას.
აქვეყნებენ ჩვენი თანამებრძოლების საცხოვრებელ მისამართებს; თავიანთ სახლებში ყოველდღიურად ატერორებენ, აშინებენ მათ მცირეწლოვან შვილებს და ოჯახის წევრებს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. მთავრობას ვაკისრებთ!
ჩვენ პირველი დღიდან ვიბრძვით სიმართლისთვის და მიუხედავად იმისა თუ რა ბინძური გზებით შეეცდება რეჟიმი ჩვენთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ დანებებას; ვიბრძოლებთ მანამ სანამ მოძალადეები პასუხისგებაში არ მიეცემიან, არ დაისჯებიან ის ძალოვნები, ვინც ჩვენი თანამებრძოლები აწამეს, სანამ რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან და მანამ, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს სამართალსა და დემოკრატიას!
სიმართლისთვის ბოლომდე!", — წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მსვლელობას რამდენიმე ახალგაზრდა აედევნა, შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო. აქტივისტმა, ლევან ჯობავამ მას იარაღი წაართვა, შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც შსს-ს თანამშრომლებმა 16 წლის ახალგაზრდა დააკავეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები