ჟინისა და წარმატების ტკბილი ისტორია — საქართველოს ბანკი შოკოტელას პარტნიორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საავიაციო ინდუსტრიაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მარიამ კაპანაძემ საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა. რაღაც ახლის დაწყების, დიდი ცვლილების სურვილითა და ჟინით, იპოვა საქმე, რომელმაც უდიდესი სიყვარული და სიამოვნება მოუტანა. ხელოვნებითა და კულინარიით ბავშვობიდან იყო გატაცებული, 5 წლის წინ კი ეს ორი სფერო ერთმანეთს დაუკავშირა, შედეგად კი ხელნაკეთი არტ შოკოლადების ბრენდი შექმნა, რომელმაც მომხმარებლებს თავი მალევე შეაყვარა. ეს იყო ტკბილი ისტორიის დასაწყისი, რომელსაც დღეს შოკოტელა ჰქვია.
პირველი ნაბიჯის შიში და დიდი გამბედაობა
იდეის განხორციელება მარტივი არ ყოფილა. მარიამისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დაწყების შიში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პროდუქტის ხარისხის სჯეროდა, მაინც ეშინოდა, როგორ მიიღებდა მას საზოგადოება. ეს შიში აჩერებს ბევრ ახალბედა მეწარმეს და ხელს უშლის, პირველი ნაბიჯი გადადგას. თუმცა, მარიამმა დაძლია იგი და შოკოტელა საზოგადოებას წარუდგინა.
გამოწვევები და წარმატების ფორმულა
დაწყების შემდეგ ახალი გამოწვევები გამოჩნდა. ინვესტიციების მოძიება, თანამოაზრეების პოვნა და ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვიდრება ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი, მაგრამ რთული ამოცანებია. მარიამის თქმით, ამ გზაზე მთავარია:
"არ შეუშინდე უარს. წარუმატებელი მცდელობები და უარყოფითი გამოცდილება არ უნდა მოქმედებდეს თქვენზე. გიყვარდეთ საკუთარი საქმე იმდენად, რომ ამგვარი პრობლემები უბრალოდ გაიაროთ."
მარიამს მიაჩნია, რომ წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა არ კმარა.
“საჭიროა დიდი ოცნებები და მიზნები, რომლებიც ყოველდღიურად დიდ მოტივაციას მოგცემს რთულ დღეებშიც კი.“
როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, ის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ, სიხარულის მომტანიცაა. სიყვარულთან ერთად კი დისციპლინა და დროის ფასის გააზრებაც უნდა გახდეს ყოველდღიური რუტინის ნაწილი.
“სფეროს ძლიერმა სიყვარულმა დამაწყებინა 5 წლის წინ საქმის კეთება და მომიყვანა დღევანდელ დღემდე — ამ გზაზე სიყვარულთან ერთად დიდი როლი აქვს დისციპლინასა და დროის ფასის გააზრებას”, — ამბობს მარიამი.
მარიამისა და შოკოტელას ამბავი გვაჩვენებს, რომ წარმატებისთვის მხოლოდ მონდომება, დისციპლინა და საკუთარი ოცნებებისადმი ერთგულებაა საჭირო. მარიამი, რომელიც თავიდან თვითდასაქმებული იყო, ახლა გუნდის შექმნაზე, გაფართოებასა და წარმოების გაუმჯობესებაზე ოცნებობს.
ეს არის ამბავი გამოწვევების დაძლევისა და სურვილების ასრულების დაუსრულებელი ჟინის შესახებ.
"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები