აზერბაიჯანი 2026 წელს სამხედრო ბიუჯეტს თითქმის 4%-ით ზრდის
ფოტო: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. Azerbaijan Ministry of Defence.
აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტს 318 მილიონი მანათით (187 მილიონი აშშ დოლარით) გაზრდის, რათა 2026 წელს ბიუჯეტის ჯამურმა მაჩვენებელმა 8.7 მილიარდ მანათს (5.1 მილიარდი აშშ დოლარს) მიაღწიოს.
პროსამთავრობო მედიასაშუალების, APA-ს ცნობით, ბიუჯეტი ასახულია სამინისტროს ანგარიშში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.
"თავდაცვისა და უსაფრთხოების მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 318 მილიონი მანათით (187 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა. ამრიგად, ბიუჯეტში თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ხარჯების ხვედრითი წონა 21%-ს შეადგენს," — წერს APA.
პროსამთავრობო მედიასაშუალების, Report-ის ცნობით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები, სავარაუდოდ, 38.4 მილიარდი მანათი (23 მილიარდი აშშ დოლარი) იქნება, ხოლო ხარჯები — 42 მილიარდი მანათი (24 მილიარდი აშშ დოლარი).
2024 წელს, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა პარლამენტში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებულებით სამხედრო ხარჯებს ზრდიდა.
"მომავალი წლის [2025 წელს] ბიუჯეტის ხარჯების 20.3% თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე დაიხარჯება, რადგან ეს სომხეთის მილიტარიზაციის შემთხვევას უკავშირდება," — განაცხადა მაშინ შარიფოვმა.
2025 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტი 1.738 მილიარდი მანათით (1 მილიარდი აშშ დოლარით) გაიზარდა.
ბოლო წლებში აზერბაიჯანში სამხედრო ხარჯების ზრდა სომხეთთან გამწვავებული დაძაბულობის ფონზე მოხდა, რომელიც 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, რასაც მოჰყვა აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე რამდენიმე თავდასხმა და ბაქოს მიერ მთიანი ყარაბაღის ანექსია.
აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები, მათ შორის ალიევი, რეგულარულად ადანაშაულებენ სომხეთს "რევანშიზმსა" და აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებაში. თუმცა, როგორც ჩანს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს სამშვიდობო პროცესში მას შემდეგ, რაც ალიევმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოახდინეს.
აგვისტოს ბოლოს ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის თავდაცვა შესაძლოა 2026 წელს არ გაიზარდოს და თქვა, რომ ეს "ლოგიკური" იყო, რადგან სომხეთმა და აზერბაიჯანმა "მშვიდობა დაამყარეს".
აზერბაიჯანის გადაწყვეტილება 2026 წლისთვის სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებ მაშინ მოხდა, როდესაც აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა, რაც გაამწვავა 2024 წლის დეკემბერში "აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) თვითმფრინავის კატასტროფამ, რაშიც ბაქო რუსეთის საჰაერო თავდაცვას ადანაშაულებს. ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა 2025 წლის ივნისში ეკატერინბურგში რუსული პოლიციის რეიდის დროს ორი ეთნიკური აზერბაიჯანელის დაღუპვამაც.
მომდევნო თვეებში რუსი პროპაგანდისტებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არაერთხელ გაისმა მუქარა, რომ კრემლს შეეძლო აზერბაიჯანზე თავდასხმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები